წყალმომარაგების სფეროში ყველაზე მსხვილი ევროპელი ინვესტორის, FCC Aqualia-ს წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებოდნენ

საქართველოში ყველაზე მსხვილი დარგობრივი ინვესტორის, ევროპული კომპანია FCC Aqualia-ს მენეჯმენტმა, ახალ აღმასრულებელ დირექტორთან სანტიაგო ლაფუენტესთან, რეგიონალურ დირექტორთან, ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრესთან და GGU ჯგუფისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესთან ერთად ჯივიპის ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა და თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის დაგეგმილი ინვესტიციები განიხილა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, FCC Aqualia საქართველოში ყველაზე მსხვილი ევროპელი ინვესტორია, რომელმაც 2022 წელს 180 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 80%-იანი წილი შეისყიდა. Aqualia მსოფლიოში საუკეთესო წყლის მენეჯმენტის კომპანიაა, რომლის აქციონერებიც უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციები FCC (51%) და IFM (49%) არიან.

ვიზიტის ფარგლებში FCC Aqualia-ს მენეჯმენტი საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდა და ქვეყნისთვის წყალმომარაგების სფეროში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციების მნიშვნელობა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.

„Aqualia-ს და FCC-ის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი ხაზს უსვამს ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციის მნიშვნელობასა და თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტის პრიორიტეტულობას Aqualia-სთვის. FCC Aqualia-ს მენეჯმენტი მზადაა მომავალშიც აქტიურად ჩაერთოს ჯივიპის მიმდინარე საქმიანობისა და კომპანიის პროგრესის მონიტორინგში, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული განვითარება.” - აცხადებს GGU ჯგუფისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი.

ინფორმაციის თანახმად, საქმიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდნენ FCC-ის ადმინისტრაციული და ფინანსური დირექტორი, მიგელ მარტინეს პარა, FCC-ის იურიდიული დირექტორი ხოსე სერო რედონდო. FCC Aqualia-ს აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე, FCC Aqualia-ს რეგიონალური დირექტორი, ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე, FCC Aqualia-ს ფინანსური დირექტორი ისიდორო ანტონიო მარბან ფერნანდესი, FCC Aqualia-ს საერთაშორისო ბიზნესის მმართველი დირექტორი, ლუის ფრანცისკო დე ლოპე ალონსო.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა