ბექა ოდიშარია - რა ხდება დღეს, ეს რა უბედურება გვჭირს, სად არის აკერმანისა და „ფრანკლინის კლუბის“, ამ მექრთამე „ენჯეოების“ დასაჯიჯგნი ახალგაზრდები, რომლებიც ამ ბავშვების მოწამვლის ხარჯზე მდიდრდებიან

ერთმა უწყინარმა კანონმა, ერთმა ძალიან ტოქსიკურმა აბრევიატურამ და მასთან გარკვეული პრევენციის მექანიზმების ჩადების მცდელობამ ააზვირთა ეს ქრისტეს ფეხის მკვნეტელები და რას არ გვაბრალებენ, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ოდიშარიას შეფასებით, არასამთავრობო სექტორი „ქართველი ახალგაზრდების მოწამვლის ხარჯზე მდიდრდება და ეს ტრენდი აუცილებლად გადასატეხია“.

„მართლა არ მჯეროდა ჩემი თვალების და ჩემი ყურების, როდესაც ახალგაზრდა კაცმა თქვა - დედაჩემი ამორალური არისო, იმის გამო, რომ გარკვეული პოლიტიკური შეუთავსებლობა აქვთ მათ. ხომ არ გახსენებთ ეს რაღაცას საბჭოეთის ისტორიიდან? – „მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას, თუ პარტია მიბრძანებს ამას...“ სად მივედით? განათლებაზე არაფერს ვისაუბრებ...

რა ხდება დღეს, ეს რა უბედურება გვჭირს, სად არის აკერმანისა და „ფრანკლინის კლუბის“, ამ მექრთამე „ენჯეოების“ დასაჯიჯგნი ახალგაზრდები, რომლებიც ამ ბავშვების მოწამვლის ხარჯზე მდიდრდებიან, ქულას იწერენ და ანგარიშს აბარებენ შემდეგ. სადმე თუ გინახავთ ამ „ენჯეოების“ ინტელექტუალური შეხვედრა ახალგაზრდებთან... ილია ჭავჭავაძეო, გაიძახიან და სურათი უკიდიათ, ერთი რამე თუ აქვთ წაკითხული ილია ჭავჭავაძის?

9 აპრილსაც კი თავში აზრად არ მოგვსვლია, რომ ჩვეულებრივი რუსი რეკრუტი ჯარისკაცი დაგვეწვა და ქართველ ახალგაზრდას სიამაყით მოუვიდა თავში აზრად და ეამაყება დღესაც. შემირცხვენია ის ადამიანები, ვინც მას შეუქმნა კიდევ ეს საფუძველი, რომ თავი გმირი ჰგონია... გმირი კი არა, მსხვერპლია, წლები გავა და მიხვდება, რომ მწარედ მოატყუეს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც დღე და ღამე რიგითი პოლიციელი თუ ოფიცერი, რომელსაც ოჯახი ჰყავს, შვილები ჰყავს, ათასი სადარდებელი აქვს, იცავს მას, მისი ქვეყნის სიმშვიდეს, რომ ქუჩაში წყნარად იაროს შეყვარებულთან ერთად და ამის საპასუხოდ თავზე ნავთს ასხამს და ცეცხლს უკიდებს. რამენაირად ეს ტრენდი უნდა გადავტეხოთ არა იდეოლოგიით, ღმერთმა დაგვიფაროს. არც ერთი მიმართულებით იდეოლოგიას არ ვახვევთ ჩვენ თავს არც ერთ სეგმენტს ჩვენი საზოგადოების. რას არ გვაბრალებენ, ერთმა უწყინარმა კანონმა, ერთმა ძალიან ტოქსიკურმა აბრევიატურამ და მასთან გარკვეული პრევენციის მექანიზმების ჩადების მცდელობამ ააზვირთა ეს ქრისტეს ფეხის მკვნეტელები და რას არ გვაბრალებენ, თურმე მორალური პოლიციის შექმნა უნდათ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნიკო მანაგაძის დედამ ვიკა კვიტაშვილმა შვილის ოპოზიციური აქტივობა არასამთავრობო სექტორის ზეგავლენასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალა. თავად მანაგაძემ კი განმარტა, რომ მშობლებისგან განსხვავებით მას სხვა პოლიტიკური შეხედულება აქვს, ხოლო დედის ინტერვიუ სამთავრობო მედიებმა კონტექსტიდან ამოაგდეს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა