არჩილ თალაკვაძე - ყველა მშობლის ოცნებაა, შვილებს მისცეს ხარისხიანი, კონკურენტული განათლება და ხელისუფლება სწორედ ამ მიზნის განხორციელებაში თითოეული ოჯახის გვერდით დგას

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობაზე არის მეტწილად დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი. ეს არის სფერო, რომელიც დაკავშირებულია როგორც ქვეყნის მომავალ ეკონომიკასთან, განვითარებასთან, ისე პირდაპირ იმასთან, თუ სად იქნება ხვალ საქართველო, რა ადგილი ექნება მას ხვალინდელ მსოფლიოში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გიორგი ამილახვარს მოუსმინეს.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მინისტრს აქვს საპარლამენტო გუნდის სრული პოლიტიკური მხარდაჭერა იმ რეფორმების და პრიორიტეტების განხორციელებაში, რომელიც განათლების ხარისხს, მის ხელმისაწვდომობას და თანასწორობას ეხება.

მისი თქმით, თითოეული ოჯახის და ყველა მშობლის ოცნებაა, რომ შვილებს ხარისხიანი, თანამედროვე, კონკურენტული განათლება მისცეს და ხელისუფლება სწორედ ამ მიზნის განხორციელებაში დგას მოქალაქეების, საზოგადოებისა და თითოეული ოჯახის გვერდით.

„საქართველო, ქართული საზოგადოება, ყოველთვის გამოირჩეოდა განათლების მიმართ სწრაფვით, ვინაიდან ყოველთვის გვჯეროდა და დღესაც გჯერა, რომ სიღარიბის დაძლევის საუკეთესო, ყველაზე ეფექტიანი, წარმატებული გზა არის თანამედროვე და ხარისხიანი განათლების მიღება. ყოველთვის გჯეროდა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახში დაბრუნდება მაშინ, როდესაც ჩვენ გვეყოლება განათლებული საზოგადოება და როდესაც ჩვენი წინაპრების ოცნება და სწრაფვა - განათლების სისტემის სრულყოფისკენ მიაღწევს იმ დონეს, როდესაც საქართველოს მოქალაქე ცოდნით გახდება კონკურენტული ევროკავშირის მოქალაქესთან. სწორედ ამ ოცნების, ამ მიზნის და ამ გეგმის განხორციელების პროცესში არის დღეს განათლების სამინისტრო, მინისტრი და მთელი პოლიტიკური გუნდი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს