კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იშიძუკა ჰიდეკი ესტუმრა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იშიძუკა ჰიდეკი ესტუმრა.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის რექტორ კახაბერ კორძაიასთან. ელჩთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ვიცე-რექტორი ვახტანგ წივწივაძე, რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა, განსაკუთრებით, აკადემიური სფეროს მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც დასახეს.

დღის ფარგლებში, ჟიული შარტავას სახელობის აუდიტორიაში, გაიმართა იაპონიის ელჩის საჯარო შეხვედრა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებთან, სადაც იშიძუკა ჰიდეკიმ წაიკითხა ლექცია, თემაზე: „იაპონიის დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები“, შეხვედრის მეორე ნაწილში კი აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა ელჩისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღო პასუხები.

დღის დასასრულს ელჩმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო გარემო და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია