დაცული ტერიტორიების სააგენტო ბალდის კანიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის განვითარების პროექტს აპროტესტებს ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელთა მხრიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების მიმართ ადგილი აქვს დესტრუქციულ ქმედებებს, - ამის შესახებ განცხადებას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროექტის მიზანია, სამეგრელოს რეგიონში დამატებითი მიზიდულობის ცენტრის შექმნა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას იქონიებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბალდის კანიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

ბალდის კანიონის განვითარების პროექტის მიზანია, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით სამეგრელოს რეგიონში დამატებითი მიზიდულობის ცენტრის შექმნა. ამ უნიკალურ კანიონზე, რომლის უდიდესი ნაწილი დღეს ვიზიტორთათვის მიუწვდომელია, შესაძლებელი გახდება უსაფრთხო და კომფორტული მოგზაურობა ქართველი და უცხოელი ვიზიტორებისთვის.

აღნიშნული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე იქონიებს მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას, ისევე, როგორც ეს მოხდა მარტვილის კანიონის და სხვა ბუნების ძეგლების შემთხვევაში, რომელთა განვითარებაზეც წლების განმავლობაში მუშაობს დაცული ტერიტორიების სააგენტო.

სამწუხაროდ, გუშინ სოფელ ბალდაში ადგილი ჰქონდა ძალადობრივ დანაშაულის ფაქტს, რომელსაც გმობს როგორც სამინისტრო, ასევე სააგენტო. ძალადობის ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ მყისიერად გატარდა სამართლებრივი ღონისძიებები.

უნდა აღინიშნოს, რომ ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის განვითარების პროექტს აპროტესტებს ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელთა მხრიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების მიმართ ადგილი აქვს დესტრუქციულ ქმედებებს: მათ ჩაშალეს არაერთი შეხვედრა, მათ შორის, ქალაქ მარტვილში საინფორმაციო შეხვედრა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ადგილობრივ მოსახლეობასთან სასაუბროდ იყო ჩასული; გზა გადაუკეტეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების თანამშრომლებს, რომლებიც ბალდის კანიონის მიმდებარედ, მდინარე აბაშის დათევზიანების გეგმიურ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ; ადგილზე არ შეუშვეს ბალდის კანიონის ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასების მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის წევრები, რის შედეგად კომისიის წევრებს, შესაბამის ექსპერტებსა და საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა ადგილზე გასცნობოდნენ არსებულ ვითარებას და შეეფასებინათ პროექტის გარემოზე ზემოქმედება, რაც, თავად საპროტესტო ჯგუფის მიერ იყო მოთხოვნილი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო მიუღებლად მიიჩნევს ულტიმატუმების ენით საუბარს და კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, სამუშაო ფორმატში შედეგზე ორიენტირებული შეხვედრისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მარტვილის მუნიციპალიტეტში ბალდის კანიონის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ერთი წელია, რაც კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა