პაატა ზაქარეიშვილი - მიმდინარეობს რეპრესიები პროქსი ძალებით, ეს მეტყველებს ხელისუფლების სილაჩრეზე და სისუსტეზე

მიმდინარეობს რეპრესიები პროქსი ძალებით, ეს მეტყველებს ხელისუფლების სილაჩრეზე და სისუსტეზე, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რითაც ბოლო პერიოდში გახშირებულ მოქალაქეების ცემის ფაქტებს ეხმაურება.

პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ ედრება ხოლმე, ყოველთვის ამბობენ, რომ „ჩვენ ხომ რეპრესიებს არ ვახორციელებთ“, თუმცა ახლა უკვე აშკარად თვალშისაცემია მათი მხრიდან რეპრესიებიც.

„ავტორიტარიზმი არაფერი არაა თუ არა რეპრესიები. ვერავითარი კანონი შენ ვერ გაგანადგურებს, თუ ამ კანონს არ მოჰყვება რეპრესია და აი, დაიწყეს რეპრესიები. იმდენად ლაჩრები არიან, რომ რეპრესიებს ვერ ახორციელებენ პირდაპირ. სტალინის დროს ჩეკისტები მიდიოდნენ პირდაპირ სახლებში, ხალხს აპატიმრებდნენ, მიჰყავდათ, სცემდნენ და ხვრეტდნენ. ამ ლაჩრებს ეშინიათ თავისი თავის გამოვლენა და ჯერჯერობით რეპრესიები პროქსი ძალებით მიმდინარეობს. ეს მეტყველებს მათ სილაჩრეზე და მათ სისუსტეზე, მათ რცხვენიათ რეპრესიების განხორციელების. თუ სახელმწიფო მანქანა ხარ და გინდა დაიცვა შენი ავტორიტარიზმი, როგორც წესი გადადიხარ მკაფიო, ცალსახა, საჯარო რეპრესიებზე. ასე მოქმედებს ჩრდილოეთ კორეა, ასეთი პრობლემებია ჩინეთში, კუბაში, აფრიკულ სახელმწიფოთა დიდ ნაწილში, როცა სახელმწიფო აღიარებით ახორციელებს რეპრესიებს თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამ ხალხს კი თავისი რეჟიმის ლეგიტიმაციაც კი არ შეუძლიათ იმდენად შეშინებულები არიან. ეს, რა თქმა უნდა, დიდხანს ვერ გაგრძელდება. ფრაგმენტულ რეპრესიებს ეფექტი არ მოაქვს. რას ამბობდნენ ხოლმე ყოველთვის, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ ედრებოდნენ? ჩვენ ხომ რეპრესიებს არ ვახორციელებთო. ახლა რას იტყვიან, როცა უკვე აშკარად თვალშისაცემია რეპრესიები?“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

როგორც პაატა ზაქარეიშვილმა განმარტა, ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ ოპონენტებს არგუმენტები არ აქვთ, თუმცა ეს რეალურად „ფარისევლობა და დემაგოგიაა“, რადგან „უთოდანაც კი ეუბნებიან არგუმენტებს“.

„ეს არის ფარისევლური კანონი. საუბარია უცხო ქვეყნებზე და დეტალებში გაწერილი არაა. ესაა ფარისევლობა, დემაგოგია, როცა აბრალებენ ოპონენტებს, რომ არ გვეუბნებიან არგუმენტებს. რეგულარულად, უთოდანაც კი ვეუბნებით არგუმენტებს, რატომაა ეს კანონი რუსული, მაგრამ მათ სჭირდებათ, რომ თავიანთი ამომრჩეველი დაარწმუნონ, რომ თითქოსდა ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტები. როგორც წესი, ის, ვინც ახსენებს სიტყვა „გამჭვირვალეობას“, არასდროს არ ახსენებს „უცხო გავლენებს“. გამჭვირვალობის წინააღმდეგი არავინ არაა, მე მაქვს პრობლემა „უცხო გავლენებზე“. აქ იმაზეა საუბარი, არიან თუ არა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები გავლენის მატარებლები. მათი ინტერესია, რომ საქართველო გახდეს დემოკრატიული. როგორც კი რუსეთი გვაკრიტიკებს, ხმას არ იღებენ, მაგრამ საკმარისია, რომელიმე ელჩმა ან დეპუტატმა ხმა ამოიღოს, მაშინვე ხდება მათ წინააღმდეგ ღვარძლის და ბოღმის მიმართვა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის