ოლაფ შოლცი უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე - ეს არის მკაფიო სიგნალი ვლადიმერ პუტინისთვის

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის, სესხის სახით, 50 მილიარდი დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით „დიდი შვიდეულის“ ლიდერების გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის მკაფიო სიგნალი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის.

”ეს არის მკაფიო სიგნალი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის, რომ მას არ შეუძლია უბრალოდ გულხელდაკრეფილი იჯდეს და იმედოვნებდეს, რომ შეძლებს ამ ომის მოგებას ფინანსური პრობლემების გამო მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, რომლებიც დღეს უკრაინას უჭერენ მხარს,” - განაცხადა შოლცმა.

მისივე თქმით, „დიდი შვიდეულის“ გადაწყვეტილებამ ასევე უნდა მისცეს უკრაინელებს გამბედაობა, გააგრძელონ თავიანთი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა.

„ამ თანხების გამოყოფა ნიშნავს, რომ უკრაინა შეძლებს შეიძინოს საჭირო იარაღი და დააფინანსოს რეკონსტრუქცია“, - აღნიშნა შოლცმა.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ბოლომდე, გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინას სესხის სახით 50 მილიარდი აშშ დოლარი გადაეცემა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს