რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ როსტოვში, ვორონეჟსა და კურსკში დრონებით შეტევა განახორციელა

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა როსტოვის ოლქში დრონების მასიური თავდასხმა მოიგერიეს, - ინფორმაციას რუსული მედია რეგიონის გუბერნატორზე, ვასილი გოლუბევზე დაყრდნობით ავრცელებს.

გუბერნატორის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„საჰაერო თავდაცვის ძალებმა წარმატებით მოიგერიეს უპილოტო საფრენი აპარატების მასიური შეტევა როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე. დრონები რეგიონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტში განადგურდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. შედეგები ადგილზე ზუსტდება“, - აცხადებს გუბერნატორი.

ამასთან, ვორონეჟის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა განაცხადა, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ლისკინსკის რაიონში ნავთობის საცავზე თავდასხმას შეეცადნენ. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქად დაზიანებულია საწვავის ავზები, აალება არ მომხდარა და არავინ დაშავებულა.

კურსკის ოლქის გუბერნატორი, ალექსეი სმირნოვი „ტელეგრამ“ არხზე წერს, რომ ოლქში ხუთი დრონი ჩამოაგდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება