ბელარუსმა და სომხეთმა ერევნიდან და მინსკიდან თავიანთი ელჩები გაიწვიეს

ბელარუსმა და სომხეთმა ერევნიდან და მინსკიდან თავიანთი ელჩები კონსულტაციებისთვის გაიწვიეს.

დიპლომატების გაწვევის გადაწყვეტილება სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას მოჰყვა, რომლის თქმითაც, ბელარუსი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) უნდა გაირიცხოს.

მისივე მტკიცებით, არც ის და არც სომხეთის სხვა წარმომადგენელი არ ეწვევა ბელარუსს, სანამ ხელისუფლებაში ალექსანდრე ლუკაშენკოა.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული განცხადების გამო ნიკოლ ფაშინიანი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს არის ბელარუსის გარე მტრად წარმოჩენის და ამით შიდა პრობლემებისგან ყურადღების სხვა საკითხზე გადატანის მცდელობა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს