ოთარ შამუგია - ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ კერძო ლაბორატორიული ქსელის განვითარებას

თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, ახალი, საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორიის გახსნის ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დაესწრნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ლაბორატორიაში მაღალტექნოლოგიური კვლევები ჩატარდება, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან. ლაბორატორია ბიზნესსექტორსა და კერძო პირებს 500-მდე კვლევას სთავაზობს.

,,ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ კერძო ლაბორატორიული ქსელის განვითარებას; თბილისში ასეთი სტანდარტების ლაბორატორიის გახსნა მნიშვნელოვანი ფაქტია. აღსანიშნავია, რომ მუდმივად იზრდება ლაბორატორიულ მომსახურებაზე მოთხოვნა და საჭიროება. ამიტომ, ყოველწლიურად ვზრდით და ვაძლიერებთ ჩვენი სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის შესაძლებლობებს. სამინისტრომ, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად შეიმუშავა და დაამტკიცა ლაბორატორიული ქსელის განვითარების კონცეფცია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ლაბორატორიული ქსელის განვითარების პროცესს, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს DCFTA ფარგლებში, იმ ვალდებულებების შესრულებების კუთხით, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის საქმიანობა აგრარულ, ვეტერინარულ და სურსათის უვნებლობის, მათ შორის HACCP-ის მიმართულებით სრულ ლაბორატორიულ მომსახურებას, პურ-ფუნთუშეულის, მარცვლეულისა და თხილეულის დეტალურ კვლევას, ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ნიადაგის, ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენებისა და დამაბინძურებლების და ცხოველის საკვებში ანტიბიოტიკების ნარჩენების დეტალურ შესწავლასა და ანალიზის მოიცავს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება