სახალხო დამცველი შშმ პირთა უფლებების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველმა საქართველოში შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე ორი ანგარიში გამოაქვეყნა.

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ანგარიშები ყურადღებას ამახვილებს ხარისხიანი და უწყვეტი ინკლუზიური განათლების მიწოდების მნიშვნელობაზე.

„14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება, რომლის მიზანია ვაღიაროთ შშმ პირთა მნიშვნელოვანი როლი ჩვენს საზოგადოებაში, გავაანალიზოთ არსებული გამოწვევები და ვისაუბროთ მიღწეულ პროგრესზე. ეს დღე გვახსენებს, რომ სახელმწიფო ვალდებულია შექმნას თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის, აღმოფხვრას ბარიერები და უთანასწორობა, რომელთაც შშმ პირები ყოველდღიურად აწყდებიან და გაატაროს ყველა შესაძლო ღონისძიება ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შესაქმნელად.

სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, მუდმივად სწავლობს შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში, დღევანდელ დღეს გვსურს გამოვაქვეყნოთ ორი სპეციალური ანგარიში:

ინკლუზიური განათლების მონიტორინგი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში; - რესურსსკოლების მონიტორინგის ანგარიში;

აღნიშნული ანგარიშები ყურადღებას ამახვილებს ხარისხიანი და უწყვეტი ინკლუზიური განათლების მიწოდების მნიშვნელობაზე, რაც შშმ პირთა რეალიზებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. ანგარიშები დეტალურად მიმოიხილავს განათლების სისტემაში არსებულ მდგომარეობას, აანალიზებს გამოწვევებს და გასცემს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო რეკომენდაციებს.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული სპეციალური ანგარიშები გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს