საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა მონაწილეობით ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ადმინისტრირების საკითხები გააცნეს.

„შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს ელჩები და გენერალური კონსულები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარების საკითხს და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის პროცედურებს. ამასთან, ხაზი გაესვა საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების ჩართულობისა და ინფორმირების მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა 26 ოქტომბრის არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების უპირატესობებზე და სხვა სიახლეებსა და პროექტებზე, რომლებსაც ადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებით ჩატარების მიზნით ახორციელებს.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს მის ხელთ არსებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას, რათა უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მარტივად და დაბრკოლებების გარეშე შეძლონ ხმის მიცემა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს