ლაშა ტყეშელაძე - რუსულმა ხელისუფლებამ თავისუფალი ახალგაზრდები ტყვედ აიყვანა და გლდანის ციხეში გამოკეტა, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდა და კრიმინალი „ტიტუშკები“ მიაგზავნა

რუსულმა რეჟიმმა თავისუფალი ახალგაზრდების ციხეში ყოფნა არ იკმარა და მათ კრიმინალი „ტიტუშკები“ საკანში მიუგზავნა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის განსახორციელებლად - ამ ყველაფრით უნდა დაინტერესდეს სახალხო დამცველი და ყველა საგამოძიებო ორგანოს მოსთხოვოს გამოძიება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სისხლის სამართლის დანაშაულია, როდესაც პატიმარ ადამიანთან საკანში კრიმინალ “ტიტუშკას” შეუშვებ, რომ მასზე ფიზიკურად იძალადოს.

“რუსულმა ხელისუფლებამ თავისუფალი ახალგაზრდები ტყვედ აიყვანა და გლდანის ციხეში გამოკეტა, მაგრამ ამ ყველაფრით არ დაკმაყოფილდა და უკვე ახალგაზრდებთან კრიმინალი „ტიტუშკები“ მიაგზავნა ციხის დაწესებულებაში და თვითონ საკანში, სადაც იძალადეს ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და უნდოდათ მათზე განეხორციელებინათ ფიზიკური ანგარიშსწორება, მაგრამ იქვე მყოფებმა გადაარჩინეს ეს ახალგაზრდა, ვერ მოხდა ამ ადამიანზე ფიზიკური ანგარიშსწორება. ე.წ. ბადრაგი, დაგვიანებით მივიდა, როდესაც ეს „ტიტუშკა“ კრიმინალი გაჰყავდათ საკნიდან, მას პირველი კითხვა დაუსვა - სად მიგყავართ, ტელეფონთან? აქედანაც ჩანს, რომ ეს ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი, შეთანხმებული და ე.წ. “აჩოტების” ჩაბარება უნდოდა დამკვეთთან. ეს ყველაფერი არის არაადამიანური საქციელი, არის სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც პატიმარ ადამიანთან შიგნით, საკანში შეუშვებ კრიმინალ “ტიტუშკას”, რომ მასზე იძალადოს ფიზიკურად.

ამ ყველაფრით უნდა დაინტერესდეს პირადად სახალხო დამცველი, პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს აღნიშნული საქმე, გამოვიდეს და დაგმოს ძალადობა და თქვას, რომ ეს ადამიანები არიან უკანონოდ დაკავებულები და გამოძიება მოსთხოვოს ყველა შესაბამის ორგანოს. ყველა დანაშაულს აქვს ხანდაზმულობა 15-20 წელი და აუცილებლად ყველასთან მივა სამართალი, ეს ადამიანები კი აუცილებლად მალე გათავისუფლდებიან,” - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება