ნინო ბურჭულაძე - სათხის მონასტერი დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაწმენდა - დასუფთავების საზაფხულო კამპანიის ფარგლებში „მოძრაობამ კულტურული მემკვიდრეობისთვის“ სათხის მონასტრის დასუფთავება დაასრულა.

მოძრაობის ინფორმაციით, ხანგრძლივი წვიმების გამო გართულებული სამუშაოები სამ ეტაპად მიმდინარეობდა. მცენარეული საფარისგან სრულად გაიწმინდა ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ეზო და თავად ტაძარი.

როგორც, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე აცხადებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე X-XI საუკუნის უნიკალური - ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სათხის მონასტერი დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია.

,,2016- 2018 წლებში ძეგლის გადარჩენისთვის ჩვენი ორწლიანი აქტიურობის შედეგად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

სამწუხაროდ 2022 წელს სამუშაოები გაურკვეველი მიზეზებით შეჩერებული იქნა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენი მოთხოვნით სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი არაერთხელ ჩავიდა ადგილზე ძეგლის მდგომარეობის შესასწავლად და შემაშფოთებელი დასკვნებიც დაიდო. თუმცა პროცესს რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ მოჰყოლია.

მართალია, სათხეს უყურადღებოდ არ ვტოვებთ ხშირად დავდივართ და მეოთხე წელია სეზონურ დასუფთავების სამუშაოებსაც ვატარებთ, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ აქტივისტების მონდომება საკმარისი არ არის. სათხის გადარჩენის ერთადერთი გზა ძეგლზე სამუშაოების დაუყონებლივ განახლებაშია. წინააღმდეგ შემთხვევაში გააქტიურებული ბუნებრივი პროცესების გამო ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ტაძრის შენარჩუნებას ვერ მოვახერხებთ. ყველა სააგენტოს სწორ და ძალიან დროულ გადაწყვეტილებას ველოდებით."- აცხადებს ,,მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისათვის" ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სათხის მონასტრის დასუფთავება, სამთო წარმოების არეალსა და მის მიმდებარედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაწმენდა- დასუფთავების საზაფხულო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა და ის მეორე ძეგლია XVII საუკუნის აბულმუგის სპარსული აბანოს შემდეგ.

,,მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის უახლოეს ხანში ფიტარეთის მონასტრის, ხულუტის ციხე- დარბაზის და მუშევანის ძეგლების დასუფთავებასაც გეგმავს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია