ილია დარჩიაშვილი -  საქართველოს ელჩებს მიეწოდათ სრული ინფორმაცია იმ პროცედურებისა და სიახლეების შესახებ, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს ოქტომბერში გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით

საქართველოს ელჩებს მიეწოდათ სრული ინფორმაცია იმ პროცედურებისა და სიახლეების შესახებ, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია ოქტომბერში გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით გეგმავს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა, რომელსაც საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს ელჩები და გენერალური კონსულები ესწრებოდნენ, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.

“დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, საგარეო საქმეთა სამინისტროში გვემასპინძლა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის, რომელმაც მონაწილეობა მიიღო არჩევნებთან დაკავშირებულ დისკუსიაში იმ ძალისხმევაზე, რომელიც გაწეულია ჩვენი ქვეყნის მხრიდან, იმ ტექნოლოგიურ სიახლეებზე, რომლებიც ინკორპორირებულია ამ პროცესში. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩები სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ მიეწოდათ სრული ინფორმაცია იმ პროცედურებისა და სიახლეების შესახებ, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია ოქტომბერში გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით გეგმავს“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარება ერთ-ერთი მთავარი მიზანი და პრიორიტეტია.

„ეს პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის ასევე ჩვენ მიერ ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებში, რომლებიც ეხება ჩვენი ქვეყნის რეფორმირებას. ჩვენ ეს ვალდებულება ავიღეთ და მყარად და თანმიმდევრულად ვახორციელებთ ყველა იმ საჭირო რეფორმას - საკანონმდებლოსა თუ ტექნიკურს, რომლებიც მოგვცემს შესაძლებლობას ქვეყანაში

ჩავატაროთ ერთ-ერთი გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი არჩევნები. ამ მიმართულებით ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე ბევრი სხვა მიმართულებით“, - განაცხადა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ცესკო კვლავაც განაგრძობენ მჭიდრო კოორდინაციას იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში გამოხატონ თავიანთი კონსტიტუციური უფლება და არ ჰქონდეთ ბარიერები.

„ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო და ცენტრალური საარჩევნო კომისია მომავალშიც გააგრძელებენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას, კოორდინაციასა და კომუნიკაციას იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ჩვენმა მოქალაქეებმა გამოხატონ თავისი კონსტიტუციური უფლება ოქტომბერში გასამართ არჩევნებში და მათ არ ჰქონდეთ ბარიერები. მეორე მხრივ კი, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს არჩევნები იყოს უსაფრთხო, ყოველგვარი რისკები იქნას თავიდან აცილებული და ტექნოლოგიურად იყოს გამართული. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან საინტერესო, სიღრმისეული შეხვედრა. მოხდა ჩვენი დიპლომატების, ჩვენი ელჩების სრულად ინფორმირება ამ საკითხების შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ მათ ეს ინფორმაცია ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი დიასპორის ინფორმირების თვალსაზრისითაც გამოადგებათ “, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თავის მხრივ, ცეკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ცესკო და საგარეო საქმეთა სამინისტრო პერმანენტულად ცვლიან ინფორმაციას იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რომლებიც არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადმინისტრირებას უზრუნველყოფს.

„უცხოეთში მყოფი თანამემამულეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხი და სხვა ის მნიშვნელოვანი პროგრესული აქტივობები, რომლებიც დღეს ინსტიტუციის წინაშე არსებობს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამემამულეების ინფორმირების მიზნით, მოხდეს ინფორმაციის მიმოცვლა დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან. ამიტომ, ჩვენ ვიმყოფებით რეგულარულ და მუდმივ კომუნიკაციაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, პერმანენტულად ვცვლით ინფორმაციას იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადმინისტრირებას.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პირადად მინისტრს ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის, სადაც მოგვეცა შესაძლებლობა, მიგვეწოდებინა ინფორმაცია უცხოეთში მყოფი ჩვენი ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ შემდგომი შესაძლებლობა, უზრუნველყონ სათანადო ინფორმირება როგორც ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, ისე ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის მიზნით. შესაბამისად, ასეთი ტიპის შეხვედრები, ისევე, როგორც რეგულარული კომუნიკაცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა ინსტიტუციებთან გაგრძელდება, რადგან არჩევნები საერთო საქმეა და ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უნდა უზრუნველვყოთ ევროპული არჩევნების ჩატარება მაღალ პროფესიულ დონეზე“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა