ბექა ოდიშარია - არასერიოზული კაცის არც ვეტო მაინტერესებს და არც მოსაზრება - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ვურჩევდი, ნუ მობრძანდება პარლამენტში და მეილით გამოგვიგზავნოს - „იმიტომ“

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ვურჩევდი, რომ ნუ მობრძანდება და მეილით გამოგვიგზავნოს „იმიტომ“ - ის უკვე გამასხარავებულია და დარბაზში არ არის ადამიანი, ვინც ზურგს უკან ამ ადამიანს არ დასცინის , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პრეზიდენტის ვეტოზე განაცხადა, რომელიც მან “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს დაადო.

ოდიშარიას თქმით,თუ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი “ბრიყვული პოზიციით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, მის მოხსენებას არ მოუსმენს.”

“სამოტივაციო ნაწილს ჯერჯერობით გაცნობილი არ ვარ, იმიტომ, რომ როგორც წესი, მათი სამოტივაციო ფაბულა, რაც მთავარია დასმულ შეკითხვაზე პასუხი არის - “იმიტომ”. ამიტომ მე არასერიოზულად განვიხილავ და საერთოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ვურჩევდი, რომ ნუ მობრძანდება და მეილით გამოგვიგზავნოს “იმიტომ”. იმიტომ, რომ ის უკვე გამასხარავებულია და დარბაზში არ არის ადამიანი, მათ შორის ოპოზიციაში, ვინც ზურგს უკან ამ ადამიანს არ დასცინის, რომელიც კომიკური არსებაა. ადამიანი საპარლამენტო მდივანი ხარ და საპარლამენტო უმრავლესობა, რომ შეკითხვას გისვამს “რატომ ბრძანებთ ამასო?”, პასუხია - “იმიტომ”. ასეთი არასერიოზული კაცის არც ვეტო მაინტერესებს და არც მოსაზრება. არც მოხსენებას მოვუსმენ ალბათ თუ კიდევ ასეთი ბრიყვული პოზიციით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში”, - განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის