ირაკლი ქადაგიშვილი - სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაიძლევა, რადგან გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, გააზრებული და სამართლიანი იყო - ჩვენი საარჩევნო კოდექსი საერთაშორისო სტანდარტზე ცოტა უფრო მაღლა მდგომიც კია

ვეტო დაიძლევა, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, გააზრებული და სამართლიანი იყო, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, რომელიც მან “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს დაადო.

ქადაგიშვილის თქმით, მას იმედი არ აქვს, რომ სამართლებრივ არგუმენტებს ამ ვეტოს შემთხვევაში მაინც მოისმენს.

“ვეტო დაიძლევა, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ გააზრებული და სამართლიანი იყო. ჩვენი საარჩევნო კოდექსი საერთაშორისო, ყველაზე მაღალი სტანდარტის, ცოტა უფრო მაღლაც მდგომიც კია, ამიტომ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია.

სამწუხაროდ, ვერცერთ ვეტოსთან დაკავშირებით მოტივირებული, სამართლებრივი შენიშვნა ჩვენ ვერ მოვისმინეთ. ვნახოთ, იმედი არ მაქვს რომ ამ შემთხვევაში რაიმე სამართლებრივი არგუმენტი გასჩენოდა მას”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს