გურამ მაჭარაშვილი - სალომე ზურაბიშვილი „ვეტოვუმენად“ გადაიქცა

ზურაბიშვილმა კანონს ვეტო იმიტომ დაადო, რომ მას პოლიტიკური თამაში უნდა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, რომელიც მან “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს დაადო.

მისივე თქმით, “სალომე ზურაბიშვილი ვერც სამართლებრივ დეტალებში ერკვევა და პოლიტიკასაც თავი დაანება.”

“ის, რომ ზურაბიშვილი ვერც სამართლებრივ დეტალებში ერკვევა და პოლიტიკასაც თავი დაანება, უკვე ცხადია. მაგრამ თვითონ ევროკავშირის წარმომადგენელი ბატონი დენი ელსონი ჩამოსული რომ იყო და ცესკოს თავმჯდომარის არჩევაზე იყო საუბარი, მან თქვა, რომ თუკი იარსებებს მაღალი კვალიფიკაციის უმრავლესობის გადაწყვეტილება, როგორიც 2/3-ითაა, იქვე უნდა იყოს ე.წ განბლოკვის მექანიზმი, რომ ოპოზიციას დაბლოკვის საშუალება არ ჰქონდეს. ეს მისი სიტყვებია, ამიტომ ჩვენ ამის რეალიზებას ვახდენთ. აქედან გამომდინარე 2/3 გარკვეულ გადაწყვეტილებებზე ისევ რჩება, მაგრამ თუკი ოპოზიცია აქაც მიიღებს ბლოკირების გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, განბლოკვის მექანიზმი ჩაირთვება”, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას, დეპუტატმა განმარტა, რომ პრეზიდენტის ვეტო აუცილებლად დაიძლევა.

“ვეტოს აუცილებლად დავძლევთ. ზურაბიშვილმა კანონს ვეტო იმიტომ დაადო, რომ მას პოლიტიკური თამაში უნდა. ახლა რომ ვდგავარ, კომენტარს ვაკეთებ და გვარ ზურაბიშვილს ვახსენებთ მეც და ჩემი კოლეგებიც, უბრალოდ ეს უნდა. უნდა, თავის უცხოელ პატრონებს დაუმტკიცოს, რომ ის ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციასა და წინსვლას. ასევე, [ქვეყანაში] უნდა რევოლუციური სცენარების განვითარება. ამის მტკიცება უნდა, ხომ ხედავთ, ხან სიაში ჩამსვით პირველიო, ხან პრეზიდენტად ამირჩიეთო ეხვეწება ადამიანებს”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი “ვეტოვუმენად” იქცა.

“მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს სურვილი აქვს ვეტოების თაობაზე ჩვენი კომენტარები უფრო ხშირად მოისმინოს - ვეტოვუმენად გადაიქცა და სურვილი აქვს, პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს. მას უნდა, რომ საზოგადოებას, როგორც პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი, ისე მოევლინო. ამ ადამიანმა დაარღვია კონსტიტუცია, პრეზიდენტის ფიცი და უღალატა საკუთარ ამომრჩეველს, ქვეყანას. ახლა ვინც აგინებდა, იმ ხალხს იწყალებს და მათთან ერთად პოლიტიკაში დგება. ეს ნიშნავს, რომ ვეტოს ხმალივით იყენებს, როგორც უნდა და როგორც ეტყვიან”, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში