ავთანდილ ცინცაძე - რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ფონდი „ქართუ“, მათი კეთილი ნება, დღეს ამ ტერიტორიაზე უკვე მრავალბინიანი კორპუსები იქნებოდა და ახლა ამ თემაზე აღარავინ ისაუბრებდა

რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ფონდი „ქართუ“, მათი კეთილი ნება, დღეს ამ ტერიტორიაზე უკვე მრავალბინიანი კორპუსები იქნებოდა და ახლა ამ თემაზე აღარავინ ისაუბრებდა , - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა ავთანდილ ცინცაძემ თამარაშვილის ქუჩაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა,

მისი თქმით, იპოდრომზე, დაახლოებით 40 ჰექტარ ტერიტორიაზე, ცენტრალური პარკი გაშენდება, სამუშაოები იქ უკვე მიმდინარეობს, მის მიმდებარედ კი 4 ჰექტარზე იგეგმება განაშენიანება, რომლის რეგულირების გეგმის პროექტს დღეს განიხილავენ.

„მოსახლეობისთვის ცნობილია, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე შენდება საქალაქო მნიშვნელობის პარკი. ამ ტერიტორიის გასხვისება ზუსტად იმ ადამიანების მიერ მოხდა, რომლებიც ახლა მშენებლობას აპროტესტებენ და ურბანული გენოციდის მოწყობაში გვდებენ ბრალს, არადა სწორედ მათ მოუხსნეს აღნიშნულ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი და სამშენებლო ნებართვები გასცეს მრავალსართულიანი ნაგებობებისთვის. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ფონდი „ქართუ“, მათი კეთილი ნება, რა თქმა უნდა, დღეს ამ ტერიტორიაზე უკვე მრავალბინიანი კორპუსები იქნებოდა და ახლა ამ თემაზე აღარავინ ისაუბრებდა. ჩვენს დედაქალაქს ექნება ძალიან ლამაზი პარკი, ამაზე კი არავინ საუბრობს“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციისთვის მთავარია გააპროტესტოს და რას აპროტესტებს, ამას არა აქვს მისთვის მნიშვნელობა.

„ოპონენტების მხრიდან იმაზე საუბარი, რომ სადმე რაიმე მშენებლობა მიმდინარეობს, არის სირცხვილი. ჩვენს ქალაქს მათ რაც დამართეს, ყველამ კარგად ვიცით და დღემდე ვცდილობთ მათი გაფუჭებული საქმეების გამოსწორებას“, - დასძინა ავთანდილ ცინცაძემ, რომლის განცხადებასაც საკრებულო ავრცელებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო