თორნიკე რიჟვაძე - 2023 წელს, შიდა და უცხოელი ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობა აჭარაში 4,6 მილიონს შეადგენს, რაც 2022 წელთან შედარებით 20%-ით გაზრდილია

მომავალი წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ, რომ აჭარაში არანაკლებ 6 მლნ ვიზიტი განხორციელდეს, - აღნიშნულის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში 2023-2024 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ასევე, თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში ტურიზმის დინამიკა მიმოიხილა და აღნიშნა, რომ გასული წელი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით უპრეცედენტო იყო.

„4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა შემოსავლებმა ტურიზმიდან ეროვნულ დონეზე და აჭარას ამ საერთო პროპორციაში მესამედზე მეტი აქვს კონტრიბუცია და შესაბამისად, ეს შემოსავლები აჭარის მოსახლეობაზე აისახა. მომავალი წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ, რომ აჭარაში განხორციელდეს არანაკლებ 6 მლნ ვიზიტი. აღიარებები, რომელიც გვაქვს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, მოგზაურთა წამყვანი პორტალებიდან და ვიზიტორების გამოკითხვის მხრიდან არის საერთო მარკეტინგული კამპანიის ნაწილი ძალიან კონკურენტუნარიანიან დარგში. მნიშვნელოვანია, რომ ძალისხმევა არ დავიშუროთ, რათა ბათუმი და განსაკუთრებით ის ტურისტული ლოკაციები, რომელიც შეიქმნა, მუდმივად იყოს მსოფლიო და განსაკუთრებით ევროპის ყურადღების ცენტრში. ქალაქი მასპინძლობს, როგორც სპორტული ტურიზმის ღონისძიებებს, ასევე, კორპორაციული ტურიზმის მიმართულებები, მათ შორის ხშირად იმართება რეგიონული კონფერენციები, საერთაშორისო კონფერენციები, რაც კიდევ უფრო მეტად ასტიმულირებდა ტურიზმს აჭარაში. ნამდვილად შთამბეჭდავია სპორტული ინფრასტრუქტურა. ბათუმის სტადიონმა არაერთ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, როგორც ფეხბურთის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, ფინალს, ასევე რაგბის მატჩებიც ხშირად იმართება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების კუთხით“ , - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ტურიზმის დინამიკა აჭარაში მუდმივად მზარდია. ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია. 2023 წელს, შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა აჭარის რეგიონში 4 691 633 ვიზიტს შეადგენს, რაც 2022 წელთან შედარებით 20%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 10,4%-ით გაზრდილია.

„2023 წელს, გაზრდილია ვიზიტები და ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. უცხოელი ვიზიტორების მიერ აჭარაში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა გაზრდილია 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებითაც. მიმდინარე წლის, იანვარ-მარტში რეგიონში 363 021 უცხოელი ვიზიტორის ვიზიტი განხორციელდა, რაც +8.7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, 2019 წელთან შედარებით კი გაზრდილია +44.2%-ით.

2023-2024 წელს აჭარამ, ბათუმმა არაერთი აღიარება და ჯილდო მოიპოვა.

ევროპის პრესტიჟულმა სამოგზაურო პლატფორმამ European Best Destinations-მა ბათუმი 2024 წლის, ევროპის 5 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა და ასევე, ბათუმი ევროპის საუკეთესო საინვესტიციო ქალაქების ათეულში მოხვდა. INDEPENDENT-ის რეიტინგში ბათუმი ევროპის ზაფხულის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა. ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა მსოფლიო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d'Excellence Awards უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა.

რეგიონის ცნობადობის გაზრდა და ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია 25-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში მიმდინარეობს“, - აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია