თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში წარმატებით განხორციელდა და გრძელდება ისეთი მასშტაბური სოციალური პროექტები როგორიცაა „ოცნების ქალაქი”, ბათუმი ავარიული სახლების გარეშე, ეკომიგრანტთა უზრუნველყოფა, სოციალური სახლების მშენებლობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა, 582 ოჯახი და 800-ზე მეტი ბავშვი ახალ უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას გააგრძელებს.

აჭარის უმაღლეს საბჭოში 2023-2024 წლის ანგარიშის წარდგენისას რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე ბიუჯეტში მეორე ეტაპთან დაკავშირებით შესაბამისი საბიუჯეტო სახსრები უკვე განსაზღვრულია.

„წლების წინ ვთქვი, რომ „ოცნების ქალაქის“ პრობლემის გადაჭრა ჩვენი მთავრობის ღირსების საკითხი იქნებოდა და დღეს უკვე დაწყებულია პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება. ნამდვილად, გულწრფელად მიხარია, რომ უკვე 582 ოჯახი შეძლებს სრულიად განსხვავებულ პირობებში ცხოვრებას. თქვენ ნახეთ, ამ ქვეყნის და ამ ხალხის მიმართ მტრულად განწყობილმა რადიკალურმა ძალებმა და მათთან შეხმატკბილებულმა ტელევიზიებმა, რამდენი ჭორ-მართალი და რამდენი სიყალბე მოიგონეს, რომ როგორმე ამ პროექტისთვის ჩრდილი მიეყენებინათ. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო „ოცნების ქალაქში“ მაცხოვრებელ მოსახლეობას. ჩვენ როგორც ვთქვით, პირველ ეტაპზე 582 ბინა უკვე აშენებულია. ახლა უკვე მიმდინარეობს შესახლება. დღეს ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტროში კოლეგები ხვდებიან 100-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახს, რომ მათ ბინები გადაუნაწილონ. თქვენ გესმით, რომ ეს გარკვეულ ტექნიკურ საკითხებთან არის დაკავშირებული. შემდეგი კვირის ბოლომდე თავისი ბინის მისამართი ყველას ეცოდინება და ძალიან მახარებს ფაქტი, რომ 800-ზე მეტი ბავშვი ახალ უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას გააგრძელებს და დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვთა უფლებების კუთხით, სიღარიბის შემცირების კუთხით, ეს პროექტი თავის სიტყვას იტყვის.

რაც შეეხება მომავალს, იცით რომ მიმდინარე ბიუჯეტში მეორე ეტაპთან დაკავშირებით შესაბამისი საბიუჯეტო სახსრები უკვე განსაზღვრულია. ძალიან მალე აშენდება 1000-ზე მეტი ბინა და ყველა ეს ადამიანი, რომლებსაც წლების განმავლობაში, გაჭირვებაში და უღირს პირობებში უწევდათ ცხოვრება საცხოვრის მიიღებენ და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილი იქნება. კრიტერიუმები იყო საჯარო, სამართლიანი და შესაბამისად, საბოლოო ჯამში, არავის არ დარჩება უსამართლობის განცდა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა პროექტის განხორციელების ამ ეტაპზე“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გარდა ამისა, რიჟვაძის განმარტებით, რეგიონში პრიორიტეტად ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა რჩება.

„საანგარიშო პერიოდში თანადაფინანსებით საცხოვრებელი ფართი 132-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა. გაიზარდა სამინისტროს მხრიდან თანადაფინანსების წილი, ნაცვლად 40 000 ლარისა ეკომიგრანტი ოჯახები 50 000 ლარით ფინანსდებიან“, - აღნიშნა რიჟვაძემ.

ამასთან, რიჟვაძის განმარტებით, ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, რომელიც ბათუმს უკავშირდება ავარიული სახლებია.

„საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიზნობრივი პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ დამტკიცდა. პროგრამის ფარგლებშიც 1000-მდე საცხოვრებელი ბინის მშენებლობა 10 მისამართზე მიმდინარეობს. ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამით ბათუმში 3000 ოჯახი ისარგებლებს“, - აცხადებს რიჟვაძე.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა