გიგი წერეთელი რობინ დანიგანის განცხადებაზე - „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური კამპანია უკიდურესად აზიანებს ურთიერთობას  ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან

არ გვიკვირს ის რეაქციები, რომელიც არის სახელისუფლებო პოლიტიკის გამო ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. ანტიდასავლურ რიტორიკას და ქმედებას მოსდევს პასუხები და ჩვენ ეს ამერიკის ხელისუფლებისგან სანქციების და „მეგობარი“ აქტის სახით ვნახეთ , - აღნიშნულის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას გამოეხმაურა.

გიგი წერეთელი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ანტიდასავლური კამპანია უკიდურესად აზიანებს ურთიერთობებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვიკვირს ის რეაქციები, რომელიც არის სახელისუფლებო პოლიტიკის გამო ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. ანტიდასავლურ რიტორიკას და ქმედებას მოსდევს პასუხები და ჩვენ ეს ვნახეთ ამერიკის ხელისუფლებისგან სანქციების და „მეგობარი“ (megobari) აქტის სახით. ახლა კიდევ ერთი ძალიან მძიმე და მართლაც გულდასაწყვეტი განცხადება მოვისმინეთ, რომელიც ეფუძნება იმ რეალობას რაც არის. ანტიდასავლური, ანტიამერიკული რიტორიკა - ისეც „გლობალური ომის“ პარტია და გაურკვეველი საფრთხეები, რომელიც ამერიკისგან მოდის, რაც უკიდურესად, ან კიდევ უფრო მეტად აზიანებს და აზარალებს ჩვენს ურთიერთობას ყველაზე ახლო და სტრატეგიულ პარტნიორთან“, - აცხადებს გიგი წერეთელი.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ დღეს ვრცელდება დეზინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ.

„ზოგიერთი აცხადებს, რომ ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტია და თითქოს ვცდილობთ რევოლუციის წახალისებას ამ ქვეყანაში, თითქოს ჩვენ გვაქვს ბოროტი ზრახვები. ნამდვილად გულდასაწყვეტია ამის მოსმენა“, - აღნიშნა ელჩმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს