გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილის მიერ „საარჩევნო კოდექსზე“ ვეტოს დადება იმას ნიშნავს, რომ ზურაბიშვილი საბოტაჟის რეჟიმს იცავს

სალომე ზურაბიშვილის მიერ „საარჩევნო კოდექსზე“ ვეტოს დადება იმას ნიშნავს, რომ ზურაბიშვილი საბოტაჟის რეჟიმს იცავს, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადებას.

ვოლსკის აზრით, ცესკოსთან დაკავშირებით მიღებულია ოპტიმალური გადაწყვეტილება იმ ცუდი სიტუაციიდან გამომდინარე, რისი შექმნაც საარჩევნო ადმინისტრაციაში პოლიტიკურ ოპონენტებს შეუძლიათ.

"საარჩევნო კოდექსით" დადგენილი იყო, რომ ცესკოს მიერ გადაწყვეტილებები ხმების 2/3-ით მიიღება, მაგრამ პოლიტიკური პარტიებისა და პროფესიული ნიშნით არჩეული პირების ბალანსი იმაზე მიუთითებს, რომ ოპოზიციას ნებისმიერი ტექნიკური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შეუძლია საქმიანობა საბოტაჟის რეჟიმზე გადაიყვანოს და ცესკოს მიერ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა შეაჩეროს.

ცესკოში გადაწყვეტილების მიმღები ნახევარზე მეტი უნდა იყოს და არა 2/3, რადგან ნებისმიერი ბერკეტი, რაც რადიკალურ ოპოზიციას საშუალებას აძლევს ცესკო-ს საბოტაჟი მოახდინოს, არის ის საფრთხე, რომელიც რეალობაში დგას.

რაც შეეხება ცესკოს მრჩეველთა საბჭოს გაუქმებას, საბჭოს, პრაქტიკულად, არასოდეს უმუშავია. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ საბჭოს შეადგენენ, მონაწილეობას იღებენ ცესკო-ს საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღების დროს გარკვეული პოზიციის გამოხატვის საშუალება გააჩნიათ", - აცხადებს ვოლსკი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება