გია ხარჩილავა - წყალმომარაგება წალენჯიხის ნომერ პირველი პრობლემა იყო, რაც დიდ ნაწილში მერიამ უკვე გადაჭრა - ახლა ვმუშაობთ, რომ მთელ მუნიციპალიტეტში პრობლემა მოგვარდეს

წყალმომარაგება წალენჯიხის ნომერ პირველი პრობლემა იყო. დიდ ნაწილში, 6000-მდე ოჯახში, პრობლემა მერიამ უკვე გადაჭრა და ახლა ვმუშაობთ, რომ მთლიანად მთელ მუნიციპალიტეტში გადაიჭრას პრობლემა - ეს ყველაფერი კი ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით ხორციელდება, - ამის შესახებ წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორების მხარდაჭერით უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

„დღეს გავაკეთეთ გარკვეული ანგარიში წყალმომარაგების პროცესთან და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ ამ ორი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები დაიდო. ჩვენ უამრავ პრობლემები „ლოკაციაზე“ გვხვდებოდა, ხშირ შემთხვევაში თანხები იხარჯებოდა, მაგრამ შედეგები არ იყო. ჩვენ განვაახლეთ პროექტები, დავდეთ შედეგი, მოსახლეობას უკვე აქვს წყალი. თურმე მოკლე დროში ამდენი საკითხის მოგვარება შესაძლებელი ყოფილა, თუ ადგილზე გვაქვს კვალიფიკაცია და მხარდაჭერა ჩვენი მოსახლეობის მიმართ. დღეს მოსახლეობა სულ სხვანაირად შეგვხვდა სოფლებში, რადგან რეალურად ამ უამრავ ადამიანთან თითქოს 21-ე საუკუნეში არ სათქმელი პრობლემა ჩვენ ძალიან სწრაფად გადავჭერით. 6000-მდე ოჯახს მიეწოდება წყალი, მათ შორის დაწყებულია ქალაქის წყალმომარაგება, დიდი პროექტია და მინდა გითხრათ, რომ ბევრ დიდ პროექტში, განსაკუთრებით წყალმომარაგების კუთხით, ჩვენი დასავლელი პარტნიორები მონაწილეობენ და როცა ვკითხულობთ სად არის დასავლეთი, მინდა ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მათი მხარდაჭერით უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. წყალმომარაგება გახლდათ წალენჯიხის ნომერ პირველი პრობლემა და დიდ ნაწილში ეს მერიამ უკვე გადაჭრა და ახლა ვმუშაობთ, რომ მთლიანად მთელ მუნიციპალიტეტში ეს პრობლემა გადაიჭრას“, - განაცხადა გია ხარჩილავამ.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობით, წალენჯიხაში, საკრებულოს დარბაზში, წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა და წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ, ვანო ბურდულმა წყალმომარაგების პრეზენტაცია გამართეს და მოსახლეობას მერიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა