თორნიკე რიჟვაძე - 2023-2024 წლებში აჭარაში მოსახლეობას ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დასაქმების მიმართულებით 103 432 ბენეფიციარს  სხვადსხვა სახის სერვისი მიეწოდა

2023-2024 წლებში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, პროგრამები დაემატა, შეიცვალა დაფინანსების მეთოდოლოგია და მიზნობრივი ჯგუფებისთვის სერვისებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს 2023-2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

თორნიკე რიჟვაძემ რამდენიმე ასპექტზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის 2022-2023 წლებში სოციალური პროექტებისა და ჯანდაცვის პროგრამების მნიშვნელოვან სიახლეებზე. აღნიშნა, რომ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებები აჭარაში ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია.

„აჭარაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს დაფინანსება ყოველწლიურად მზარდია. ბიუჯეტის ზრდამ გასულ წელთან შედარებით, შეადგინა 35% და სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი 51 255 000 ლარს შეადგენს. სამინისტრო, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 36 პროგრამას ახორციელებს. აჭარის მთავრობის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება და დასაქმების ხელშეწყობა. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი სიახლეები განხორციელდა აჭარაში 2023-2024 წლებში სოციალური პროექტებისა და ჯანდაცვის პროგრამების მხრივ», - დასძინა მან.

თორნიკე რიჟვაძემ ხაზგასმით ისაუბრა აჭარაში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახების დახმარებაზე.

მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ავტონომიურ რესპუბლიკაში.

,,ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიანად რეგიონს მდგრადი სამედიცინო ინფრასტრუქტურა ჰქონდეს. ჩვენ წელს 3 მასშტაბური სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას დავიწყებთ.

ახალი შენობა ექნება ბათუმის N1 პოლიკლინიკასაც. შენობა, სადაც ამჟამად განთავსებულია მოძველებულია და არ აკმაყოფილებს დაწესებულებისათვის დადგენილ სტანდარტებს. ადგილმონაცვლდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბათუმის ცენტრი. ახალ შენობაში გადასვლით გაუმჯობესდება 160-მდე დასაქმებულის სამუშაო პირობები. ბათუმის რესპუბლიკურ-კლინიკურ საავადმყოფოს 50 საწოლზე გათვლილი პედიატრიული დეპარტამენტი დაემატა“ , - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

პრესსამსახურის ცნობით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრების ახალი შენობების მშენებლობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების მხარდაჭერით უკვე დასრულდა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა