აჭარის  უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს მოუსმინეს

უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მოუსმინეს - თორნიკე რიჟვაძემ 2023-2024 წლების ანგარიში წარმოადგინა და სოციალური, ეკონომიკური უზრუნველყოფის, ტურიზმის, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის მიმართულებით მიღწეული შედეგები შეაჯამა.

მომხსენებელმა თავისი გამოსვლა რეგიონის მიღწევებზე საუბრით დაიწყო. აღნიშნა, რომ მაქსიმალური კეთდება, რათა ღირსებით, სუვერენიტეტის დაცვით დავუახლოვდეთ ევროპულ ოჯახს და პარალელურად, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა:

სულ ახლახან ბათუმი დასახელდა ევროპის წამყვან საინვესტიციო ქალაქად. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია, პროექტი განხორციელდება, მეტი სამუშო ადგილი შეიქმნება და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა შეიქმნება ჩვენი მაცხოვრებლებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს არ არის ბოლო და ერთადერთი აღიარება“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მისი განცხადებით, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, აჭარის მთავრობამ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ამასთან, ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე.

საგრძნობლად გაზრდილი ბიუჯეტით განხორციელებული პროგრამების, პროექტების წარდგენისას, მომხსენებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზარდი ეკონომიკის პირობებში, აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც რეგიონისა და ქვეყნისათვის კიდევ მეტი სასიკეთო საქმის გაკეთების შესაძლებლობა იქნება.

მთავრობის თავმჯდომარემ თითოეულ ქართველს იოანე ზოსიმეს ხელნაწერის დაბრუნება მიულოცა და აქვე, ქართველ ფეხბურთელებს წარმატებები უსურვა ევროპის ჩემპიონატზე.

ვრცელი და დეტალური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხა კანონმდებელთა კითხვებს და მოისმინა მათი შეფასებები.

„ანგარიში მოიცავდა ყველა გაკეთებულ საქმეს, გამოწვევებს, რომლებიც გვაქვს, თუმცა არ არსებობს საქმე გამოწვევისა და კრიტიკის გარეშე, თუმცა კრიტიკასაც უნდა შევხედოთ ჯანსაღი თვალით. ყველა აქცენტი, რომელიც გაკეთდა ამ დარბაზში, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი პარტნიორული თანამშრომლობა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, მეტი წარმატების მომტანია“, - განაცხადა დავით გაბაიძემ სხდომის დასასრულს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება