საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საპენსიო სააგენტოში წარსადგენ დეკლარაციებთან დაკავშირებულ სიახლეებსა და ჯარიმების ადმინისტრირების პროცესზე იმსჯელეს

საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ნაწილსა და შესაძლო საჯარიმო სანქციებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრისას საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ, საპენსიო შენატანის დეკლარირების ვადის ცვლილებასთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში მომზადებული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან აქტიური კომუნიკაციისა და კონსულტაციების საფუძველზე დაინიცირდა.

ასევე, განიხილეს მონიტორინგის სისტემა, დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში დადგენილი საშეღავათო ვადები და საურავის დაკისრების გამომწვევი მიზეზები.

მათივე ცნობით, შეხვედრა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებელო ჰქონდათ, უშუალოდ სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისაგან მათთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე მიეღოთ ინფორმაცია.

„აღსანიშნავია, რომ საპენსიო სააგენტოსთან გარკვეული დროის განმავლობაში გვქონდა საკმაოდ აქტიური კომუნიკაცია, იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც ჩვენი წევრი კომპანიების მხრიდან იკვეთებოდა. აღნიშნულს, სააგენტოს მხრიდან მოჰყვა სწრაფი რეაგირება და მოხდა შესაბამისი ცვლილებების ინიცირება კანონმდებლობაში, რისთვისაც მადლობას ვუხდით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სააგენტოს ხელმძღვანელობას. დღევანდელ შეხვედრაზე კი განვიხილეთ საპენსიო შენატანების, როგორც დეკლარირების, ისე გადახდების ნაწილის ადმინისტრირების პროცესი და ამ პროცესებთან უშუალოდ დაკავშირებული საკითხები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის ეფექტიანი საქმიანობისთვის. ვფიქრობ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, რომელიც გაამარტივებს საპენსიო შენატანების ადმინისტრირებას, ხოლო კომპანიებში გაამარტივებს აღრიცხვიანობას. თუმცა წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელებას სჭირდება სამთავრობო სტრუქტურების აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან, რადგანაც ზუსტად მოხდეს ყველა იმ ტექნიკური საკითხის ასახვა, რომელსაც ბიზნესი ყოველდღიური ოპერირების დროს აფიქსირებს“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება