თინა ბოკუჩავა - შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება საქართველოს მთავრობის მეთაური, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის პოლიტიკური მარიონეტები საერთაშორისო იზოლაციაში არიან

შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება საქართველოს მთავრობის მეთაური, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის პოლიტიკური მარიონეტები საერთაშორისო იზოლაციაში არიან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, მოხარულია , რომ მოხარული საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეძლებს წარმოადგინოს საქართველო და დაიცვას ქვეყნის ინტერესი.

„ძალიან ნიშანდობლივია, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური არ იქნება წარმოდგენილი ამ ძალიან მნიშვნელოვან მსოფლიო სამიტზე, რომელიც ტარდება შვეიცარიაში, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან მსოფლიო ლიდერები 80-მდე ქვეყნიდან, მათ შორის უმაღლეს დონეზე აშშ-ის მხრიდან, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის პოლიტიკური მარიონეტები საერთაშორისო იზოლაციაში არიან და მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეძლებს წარმოადგინოს საქართველო და დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს