ანა კაკაბაძე - თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვა ჩვენი, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის მიზანი და მოვალეობაა

თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვა ჩვენი, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის მიზანი და მოვალეობაა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ანა კაკაბაძემ სხდომაზე შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, 14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება და ამ მიმართულებით, დედაქალაქის მერია არაერთ მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს.

,,თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვა ჩვენი, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის მიზანი და მოვალეობაა. აქედან გამომდინარე, მინდა განსაკუთრებით გამოვყო დედაქალაქის მერიის მიერ განხორციელებული რამდენიმე პროგრამა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურება, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ზაფხულის პერიოდში იძენს და რომლის დახმარებითაც შშმ პირებს საზოგადოებაში ადაპტირების საშუალება ეძლევათ’’, - განაცხადა ანა კაკაბაძემ.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქში მიმდინარე ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, იქნება ეს ბაღებისა თუ ქუჩების რეაბილიტაცია, სრულად არის მორგებული შშმ პირთა შესაძლებლობებზე.

„ანა კაკაბაძემ პარასპორტის ცენტრის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის მერიის მხარდაჭერით, ჩვენი პარასპორტსმენები კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევენ.

საკრებულოს წევრმა შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ თბილისის მერია მათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს.

გამოსვლის დასასრულს, კაკაბაძემ საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს წარმატება უსურვა და გულშემატკივრები თბილისის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოწყობილ ეკრანებზე მატჩის საყურებლად მიიწვია“, - ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება