კახა ლაბუჩიძე თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების მქონე პირებზე მემორიალური დაფის განთავსების მოთხოვნის წესში ცვლილებას ეხმაურება

დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე თბილისის საკრებულოს სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების/აღდგენის/რესტავრაციის/რეკონსტრუქციის და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 თებერვლის №53-33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” პროექტის განხილვას გამოეხმაურა.

როგორც ლაბუჩიძემ განაცხადა, წარმოდგენილი ცვლილება მნიშვნელოვანია და მისი მიზანია, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების მქონე პირებთან დაკავშირებით, საგამონაკლისო წესით მემორიალური დაფის განთავსების მიზანშეწონილობის განხილვა შესაძლებელი გახდეს მათი გარდაცვალებისთანავე.

,,ეს განპირობებულია თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების მნიშვნელობით, რადგან ეს წოდება ენიჭებათ მათ თბილისის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისთვის’’, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

აღნიშნული ცვლილება შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს განცხადებით მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების მქონე პირებზე მემორიალური დაფის განთავსების მოთხოვნით.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება