ნიკოლოზ კახეთელიძე  - სამშენებლო  მიმართულებები ძალიან სწრაფად იზრდება, შესაბამისად, განვითარებას ჩვენც მხარი უნდა დავუჭიროთ

ჩვენი ოპონენტების მხრიდან სულ საუბარია იმაზე, რომ თბილისს არ უხდება მრავალსართულიანი შენობები, რადგან ეს არ არის ევროპული და დასავლური, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან, თუ როგორი შენობები დგას როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„სამწუხაროდ, თბილისში დღეს არ არის მაღალი კლასის შენობები, რომლებიც დღევანდელ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ამიტომ მისასალმებელია ისეთი ტერიტორიის შერჩევა, სადაც შესაძლებელია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლები და ოფისები აშენდეს. სამშენებლო მიმართულებები ძალიან სწრაფად იზრდება, შესაბამისად, ჩვენც მხარი უნდა დავუჭიროთ განვითარებას. მე, როგორც სპეციალისტი, მხარს ვუჭერ მსგავსი ტიპის მშენებლობებს. ასეთ შენობებში ცხოვრება და მუშაობა უფრო კომფორტულია“, - განაცხადა კახეთელიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა