გიორგი ტყემალაძე - ოპოზიციის ბრალდებები და განცხადებები იპოდრომთან დაკავშირებით სიცრუეა - დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იპოდრომი გადარჩენილია

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის განცხადებებს იპოდრომის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გამოეხმაურა.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ყველამ იცის, წლების წინ როგორი განაშენიანება იგეგმებოდა იპოდრომის ტერიტორიაზე და ისიც, ამ ადგილას თბილისის ცენტრალური პარკი რომ შენდება, ფონდ „ქართუს“ დამსახურებაა.

„დოკუმენტურად დადასტურებულია, თუ რა ტიპის განაშენიანება იგეგმებოდა წლების წინ იპოდრომის ტერიტორიაზე. ოფიციალური დოკუმენტის შესაბამისად, უშუალოდ ის ტერიტორიაც, სადაც დღეს პარკის მშენებლობაა დაწყებული, სრულად სამშენებლო პოლიგონად იყო გამოცხადებული. სწორედ ფონდმა „ქართუმ“ გამოისყიდა ეს ტერიტორია და უსასყიდლოდ გადასცა თბილისის მუნიციპალიტეტს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მშენებლობის მიმდინარეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფონდი „ქართუ“ საკუთარი სახსრებით აშენებს პარკს, რომელიც 40 მილიონის ინვესტიციას ითვალისწინებს.

„ამ ყველაფრის მერე საუბარი იმაზე, რომ „ქართუმ“ იპოდრომის ტერიტორია დააზარალა, სირცხვილია. დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც არ არის იპოდრომის ტერიტორია, ეს არის თამარაშვილის ქუჩის განაპირა მხარე.

თუმცა, საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ მშენებლობა დაიწყება კანონმდებლობის სრული დაცვით. განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, სამშენებლო არეალის ნახევარი გამწვანდება და შეემატება ცენტრალური პარკის ტერიტორიას. ოპოზიციის ბრალდებები და განცხადებები იპოდრომთან დაკავშირებით სიცრუეა და ნაკარნახევია მათი პოლიტიკური ინტერესებით. ჩვენ დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იპოდრომი არის გადარჩენილი და დედაქალაქს ძალიან მალე ექნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გამორჩეული სარეკრეაციო სივრცე - თბილისის ცენტრალური პარკი. ეს არის რეალობა და ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია