შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობის“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, საინფორმაციო კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში, ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებთან ერთად - გურიის, კახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისა და თბილისის სკოლების 1100-ზე მეტ მოსწავლეს, 400-ზე მეტ მშობელს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გენდერული საბჭოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საინფორმაციო შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ცნობიერების ამაღლება ბავშვთა ქორწინების საზიანო შედეგების, ამ მიმართულებით არსებული სამართლებრივი რეგულაციების და ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოსაფხვრელად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

„შეხვედრების ფარგლებში, ასევე, ხაზი გაესვა, სახელმწიფოში მოქმედი რეფერირების პროცედურების ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების მნიშვნელობას.

ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სკოლის მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია, კამპანიის ფარგლებში გამოცხდებული ესსეების კონკურსის შესახებ, რომლის გამოგზავნაც შესაძლებელია adamianisuflebebi@mia.gov.ge ელექტრონულ ფოსტაზე, 2024 წლის 26 ივნისის ჩათვლით. ასევე, გადასცეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით დამზადებული ბრენდირებული საჩუქრები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია