პიტერ სიიარტო - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩო უნგრეთს ყველა პირობას მოიცავს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, მისმა სახელმწიფომ მიაღწია ყველა თავისი პირობის ჩართვას მოლაპარაკებების ჩარჩოში, რომლის საფუძველზეც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები წარიმართება.

სიიარტო აცხადებს, რომ მწვავე დისკუსიების შემდეგ, ევროკავშირი დასთანხმდა, რომ უკრაინის მოლაპარაკებების ჩარჩო უნდა შეიცავდეს უნგრეთის ყველა მოთხოვნას ეროვნული უმცირესობების უფლებების პატივისცემის შესახებ.

„ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს არ სურდა ამის შესახებ პირობების მოსმენა, მაგრამ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ დაჟინებით მოვითხოვთ უმცირესობების უფლებების აღდგენას თავიანთი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებასთან, მშობლიური ენის გამოყენებასთან და მშობლიურ ენაზე სწავლასთან დაკავშირებით“, - წერს უნგრეთის პრემიერი სოციალურ ქსელში.

სიიარტოს განცხადებით, მოლაპარაკებების ჩარჩოში მითითებულია, რომ უკრაინამ „ზაკარპატიელ უნგრელებს ბოლო წლებში წართმეული უფლებები უნდა დაუბრუნოს“.

შეგახსენებთ, გუშინ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოები შეათანხმეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების (ელჩების) აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ 25 ივნისს შედგება სამთავრობოთაშორისო კონფერენცია, რომელიც ოფიციალურ სტარტს მისცემს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს. უნგრეთი მუდმივი წარმომადგენლების დონეზე აღნიშნული გადაწყვეტილების ბლოკირებას ახდენდა. იმ შემთხვევაში თუ უნგრეთი პოზიციას არ შეიცვლიდა, მოლაპარაკებების გახსნა 2024 წლის მეორე ნახევრამდე შეიძლება გაჭიანურებულიყო, როდესაც სწორედ ბუდაპეშტს უწევს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება