საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა

„სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს ძლიერი და ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა ჰყავს, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ, მდგრად და მშვიდობიან მომავალს. ჩვენი, ამ საოცრად მოტივირებული, განათლებული და ნიჭიერი ახალგაზრდების პედაგოგების, საერთო პასუხისმგებლობაა, გავამართლოთ მათი მოლოდინი”, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა დევი ხვედელიანმა სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასრულდა სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც 56 სექციას მოიცავდა: სამშენებლო ფაკულტეტზე 4 სექციაზე ნაშრომი წარადგინა 25-მა სტუდენტმა; ენერგეტიკის ფაკულტეტზე 8 სექციაზე - 63-მა სტუდენტმა; სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე 2 სექციაზე - 39 სტუდენტმა; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე 6-მა სექციამ იმუშავა და 54-მა სტუდენტმა წარადგინა ნაშრომი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე - 2 სექციაზე, 22-მა სტუდენტმა; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე 1 სექციაზე, 22 სტუდენტმა; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ფაკულტეტთა შორის სექციაზე - 22 სტუდენტმა; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე 8 სექციაზე, 84-მა სტუდენტმა; დიზაინის საერთაშორისო სკოლა - 1 სექციაზე 3-მა სტუდენტმა; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე 5 სექციაზე 47-მა სტუდენტმა; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 4 სექციაზე 24-მა სტუდენტმა; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 7 სექციაზე 24-მა სტუდენტმა; მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე 1 სექციაზე 21-მა სტუდენტმა.

როგორც დევი ხვედელიანმა განაცხადა, სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების საუკეთესო სტუდენტებმა 500-მდე ნაშრომი წარადგინეს.

“კონფერენციაში, რომლის ორგანიზებაში ფაკულტეტებთან ერთად უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იყო ჩართული, მონაწილეობის მსურველთა რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, წარმოდგენილი იყო 500-ამდე ნაშრომი და კვლევა. კონფერენციის მუშაობა წარიმართა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ისეთ თემებზე, როგორიცაა: საინჟინრო მექანიკა; სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა; ჰიდროინჟინერია; თბო და ჰიდროენერგეტიკა; ელექტროენერგეტიკა, ელექტრონიკა და ელექტრომექანიკა; საინჟინრო გეოდეზია; სამთო ტექნოლოგია; გეოლოგია; ნავთობის და გაზის ტექნოლოგია; ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგია; მეტალურგია, მასალათმცოდნეობის და ლითონების დამუშავება; არქიტექტურა და ქალაქთმშენებლობა (ურბანისტიკა); კომპიუტერული ინჟინერია; საინჟინრო კიბერნეტიკა; ფიზიკა; მათემატიკა; მანქანათმშენებლობა, ასევე, ჰუმანიტარული მიმართულებებით - უცხო ენები და კომუნიკაცია; ეკონომიკა და ბიზნესის მართვა; სამართლი; თეოლოგია და სხვა. ამ მიმართულებებით სტუდენტების წარმოდგენილი მაღალკვალიფიციური თემები და კვლევები განთავსდება ნაშრომთა კრებულში. „სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს ძლიერი და ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა ჰყავს, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ, მდგრად და მშვიდობიან მომავალს. ჩვენი, ამ საოცრად მოტივირებული, განათლებული და ნიჭიერი ახალგაზრდების პედაგოგების, საერთო პასუხისმგებლობაა, გავამართლოთ მათი მოლოდინი. წარმატებებს გისურვებთ”, - განაცხადა დევი ხვედელიანმა.

სტუ-ის ინფორმაციით, სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ, წარმოდგენილი 500-მდე ნაშრომიდან 120 ნაშრომი საუკეთესოდ მიიჩნია და შესაბამისად, მათი ავტორები სამი საპრიზო ადგილიდან, პირველ ადგილზე გავიდნენ. გამარჯვებულ სტუდენტებს სერთიფიკატები გადაეცათ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა