თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს თავდაცვის ძალები 15 ივნისს სამხედრო პოლიციის დღეს აღნიშნავს - სამხედრო პოლიციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის ბაზაზე გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პარტნიორების მხარდაჭერით, საერთო ძალისხმევით, დაგროვილი გამოცდილებითა და განხორციელებული რეფორმებით, დღეს სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი ნატოსთან თავსებად სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს და მუდმივად ვითარდება.

„სამხედრო პოლიციელებს სიტყვით მიმართეს ასევე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ - გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თავდაცვის პოლკოვნიკმა შალვა შენგელიამ მიმართეს. საზეიმო ღონისძიებაზე პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. გამორჩეულ სამხედრო პოლიციელებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებებისთვის, ასევე საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის უწყებრივი მედლები - „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გენერალი კვინიტაძე“ გადაეცათ. სამხედროები საშტატო იარაღითა და ფასიანი საჩუქრებითაც დაჯილდოვდნენ. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის შემდეგ სტუმრებმა ბატალიონის ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია