CIU-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეთორმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია“ გაიხსნა.

როგორც „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ რექტორმა კახაბერ კორძაიამ აღნიშნა, კონფერენცია ტრადიციულ სახეს იძენს, სადაც მონაწილეობას 260-მდე მომხსენებელი იღებს როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

მისივე თქმით, წლიდან წლამდე იზრდება როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორების რაოდენობა, ვინც ხელმძღვანელობს სტუდენტების ნაშრომებს.

„საოცარი პროგრესი განიცადა ამ კონფერენციამ. ძალიან ბევრი მსურველი იყო. საორგანიზაციო კომიტეტმა ძალიან დიდი შრომა გასწია, რათა საუკეთესო ნაშრომი ამოერჩიათ. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ იზრდება როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორების რაოდენობა, რომლებიც ხელმძღვანელობენ სტუდენტების ნაშრომებს. ეს მნიშვნელოვანია, როგორც ახალგაზრდების პირველი ნაბიჯი მეცნიერებაში, მათ უნდა გაიგონ გემო, რას ნიშნავს მეცნიერება, უნდათ თუ არა ამ სფეროში მოღვაწეობის გაგრძელება“,- აღნიშნა კახაბერ კორძაიამ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტურანტურის სამსახურის უფროსი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ნინო მინდიაშვილი კი განმარტავს, რომ კონფერენციაში მონაწილეობის შედეგად, სტუდენტებს სამეცნიერო აქტივობა უკვე ექნებათ კონფერენციის სახით, ასევე შეიძენენ სექციის ხელმძღვანელებთან მუშაობის გამოცდილებასაც.

“ტრადიციად იქცა საერთაშორისო კონფერენციების ჩატარება. ჩვენ უკვე მეთორმეტედ ვატარებთ კონფერენციას, რომელშიც სამივე საფეხურის სტუდენტები მონაწილეობენ, როგორც ბაკალავრის, ისე მაგისტრატურა და დოქტორანტურის. უნივერსიტეტს აქვს ძალიან მკვეთრად გამოხატული პოზიცია, რომ რაც შეიძლება მეტად გავაძლიეროთ კვლევითი მიმართულება უნივერსიტეტში და ორიენტირებული ვიყოთ სამეცნიერო კვლევებზე, შესაბამისად ვცდილობთ, სტუდენტებს თავიდანვე განვუვითაროთ კვლევითი უნარები.

მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაში მონაწილეობენ არამხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები, არამედ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც, ასევე გვყავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. სხვა უნივერსიტეტიდან მონაწილე სტუდენტები, კიდევ ერთხელ გამოთქვამენ სურვილს, მონაწილეობა მიიღონ კონფერენციაში, ეს ხაზს უსვამს, რომ ჩვენი კონფერენციები ტარდება ძალიან მაღალ დონეზე. სამეცნიერო აქტივობა უკვე ექნებათ კონფერენციის სახით და ასევე იძენენ სექციის ხელმძღვანელებთან მუშაობისას გამოცდილებას“,- აღნიშნა ნინო მინდიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, კონფერენციაზე მოხსენებები 15 სექციასა და ქვესექციაში იქნება წარდგენილი. სექციები შემდეგ თემატიკას მოიცავს: საერთაშორისო ურთიერთობები; ჟურნალისტიკა; მედიცინა; ბიზნესი და ტექნოლოგიები; სამართალი; მევენახეობა-მეღვინეობა. კონფერენციაზე დამკვიდრებული ტრადიციით სპეციალური სექცია ეთმობა მოსწავლეებს, რომლებიც მოხსენებებს მომავალ სტუდენტთა სექციაში წარადგენენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის