სალომე ზურაბიშვილი - ჩემს ქვეყანას, საქართველოს, შეუძლია გაიზიაროს უკრაინელი ხალხის რთული მდგომარეობა, ვინაიდან ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ჩემს ქვეყანას, საქართველოს, შეუძლია გაიზიაროს უკრაინელი ხალხის რთული მდგომარეობა, ვინაიდან "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" - როგორც ფილმის სათაურშია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შვეიცარიაში მიმდინარე მშვიდობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომი უკვე 800 დღეზე მეტია მიმდინარეობს.

„უდანაშაულო სიცოცხლეების დაკარგვის, გაჩანაგებისა და ეკონომიკური განადგურების 800 დღე. 800 დღე რაც უკრაინელები თავისუფლებისთვისა და თავიანთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაგრამ ასევე მთლიანად ევროპის თავისუფლებისთვისა და უსაფრთხოებისთვის იბრძვიან. და ამის მიღმაც, [იბრძვიან] დემოკრატიის იდეალებისთვისა და კანონის უზენაესობის შენარჩუნებისთვის ან აღდგენისთვის.

ჩემს ქვეყანას, საქართველოს, შეუძლია გაიზიაროს უკრაინელი ხალხის რთული მდგომარეობა, ვინაიდან "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" - როგორც ფილმის სათაურშია და დიახ, უკრაინის წინააღმდეგ ომამდე საქართველოს წინააღმდეგ ომი იყო, არა ერთხელ, არამედ მრავალჯერ და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციამდე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია იყო.

ასე რომ, ჩემს ქვეყანას შეუძლია გაიზიაროს ის რთული მდგომარეობა, რომელშიც უკრაინა ცხოვრობს - ბავშვების იძულებით გადაადგილება. ჩემს ქვეყანას შეუძლია გაიზიაროს არასტაბილურობასა და კონფრონტაციაზე შფოთვა, რომელიც რუსეთმა შავ ზღვაში მოიტანა თანამშრომლობისა და ურთიერთდაკავშირებულობის ნაცვლად, რომელზეც ჩვენ ყველანი ვფიქრობთ.

შავი ზღვრის მილიტარიზაცია, როდესაც რუსეთი ახალი დამატებითი საზღვაო ბაზის გახსნას გეგმავს საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის რეგიონში.

ჩემს ქვეყანას შეუძლია გაიზიაროს შფოთვა ბირთვულ უსაფრთხოებაზე, ვინაიდან ჩერნობილის კატასტროფის შედეგები გამოვცადეთ.

ყველა ამ მიზეზის გამო, შეგვიძლია გავიზიაროთ რწმენა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა შეწყდეს და გზა უნდა მიეცეს მშვიდობას უკრაინაში და მშვიდობას ევროპაში. ეს შეიძლება მხოლოდ მაშინ მოხდეს, თუ დღეს შემუშავებული წინასწარი ნაბიჯების გარდა, რუსეთი გაიაზრებს, რომ მას საზღვრები აქვს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, და ჰყავს მეზობლები, როგორც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, და რომ საერთაშორისო საზოგადოება, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა შესაძლოა მხოლოდ მაშინ არსებობდეს, როდესაც დიდი ქვეყნები აღიარებენ თავიანთ მეზობლებს, პატივს სცემენ თავიანთ მეზობლებსა და მათ ტერიტორიულ მთლიანობას.

დიდება უკრაინას,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში