ურსულა ფონ დერ ლაიენი - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ევროკავშირის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს.

ევროკომისიის პრეზიდენტი შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა და სალომე ზურაბიშვილს ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ თქვენს ერთგულებას ღრმა პატივს ვცემ. ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა ამ გზას მხარს უჭერს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება