გიორგი ბარამიძე - პუტინი უნდა დამარცხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო შეიძლება ძალიან დაემსგავსოს ბელარუსს

უკრაინაში, ოდესაში “შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმი” ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ და საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით ხაჯიშვილმა. ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ერთ-ერთ პანელზე, საქართველოს შესახებაც ისაუბრეს.

ფორუმში, ასევე, მონაწილეობას იღებდნენ ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები, პოლიტიკოსები, ევროპის სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტისა და მთავრობის წევრები.

„მართალია, ჩვენ არ გვაქვს 50%-ზე მეტი მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც დღევანდელ ხელისუფლებას, მაგრამ უდიდესი განსხვავებაა ჩვენს პროდასავლურ პარტიასა და ახლა უკვე ყველასთვის აშკარა პრორუსულ მთავრობას შორის. პუტინი უკრაინაში უნდა დამარცხდეს, ცხადია, ტანკებით, არტილერიით, ჰაიმარსებით თუ სხვა საშუალებებით, მაგრამ საქართველოში, თუ არ გვინდა საქართველოს დაკარგვა, პუტინი ასევე უნდა დამარცხდეს, ტანკების და არტილერიის გარეშე, თუმცა, ყველა დანარჩენი შესაძლო საშუალებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველო შეიძლება ძალიან დაემსგავსოს ბელარუსს. ეს დიდი პრობლემა იქნება უკრაინისთვისაც და დასავლეთის კოლექტიური ძალისხმევისთვისაც, რადგან საქართველო არის შავი ზღვის აუზის ქვეყანა და თუ ის სრულიად აქცევს ზურგს უკრაინას და დასავლეთს, ეს იქნება პრობლემა მთელი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და უკრაინის გამარჯვებისთვის. მე ვისურვებდი, დავინახო გაორმაგებული ძალისხმევა ქართული საზოგადოების მხარდასაჭერად საქართველოში პუტინიზმის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაში“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ სიტყვით გამოსვლისას.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია