კახა კალაძე - საოცარი პერიოდი გამოვიარეთ, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება ზეწოლა, თუმცა ვერავინ შეძლებს იმას, რომ საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს - შენარჩუნდება მშვიდობა და ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდება

სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება ზეწოლა, თუმცა ვერავინ შეძლებს იმას, რომ საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს - შენარჩუნდება

მშვიდობა და ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „მსოფლიო ლიდერები გვატყუებენ?“

თბილისის მერის თქმით, ქვეყანამ „საოცარი პერიოდი გამოიარა“.

„კი, სამწუხაროდ, იყო სიცრუის კამპანია ისევე, როგორც სააკაშვილთან დაკავშირებით. სააკაშვილზე გახსოვთ, რომ გვეუბნებოდნენ, მგონი, ყოველდღე ასჯერ „კვდებოდა“. ვინ არ იყო აღნიშნულ კამპანიაში ჩართული, გვარები არ მახსოვს, შეგიძლიათ მოიძიოთ და ანბანის მიხედვით ჩამოთვალოთ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და კონკრეტული ლიდერები, ვინც ამ სამარცხვინო განცხადებებს აკეთებდნენ, პირდაპირ ტოლობის ნიშანს სვამდნენ სააკაშვილის გათავისუფლებასა და კანდიდატის სტატუსს შორის. საოცარი პერიოდი გამოვიარეთ. სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება ეს ზეწოლა, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოში შენარჩუნდება მშვიდობა, ვერავინ შეძლებს იმას, რომ საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს. ის უბედურება და სამწუხარო სიტუაცია, რომელიც უკრაინაში გვაქვს, საქართველოში არ მოხდება. შენარჩუნდება მშვიდობა და ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდება“, - განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე