სალომე ზურაბიშვილი - კაია კალასთან შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და ევროპულ მისწრაფებებზე

მადლობელი ვართ ქართველი ხალხის მიმართ ესტონეთის ურყევი მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.

„უკრაინის მშვიდობის სამიტზე, ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს შევხვდი. ყურადღება გავამახვილეთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და ჩვენს ევროპულ მისწრაფებებზე. მადლობელი ვართ ქართველი ხალხის მიმართ ესტონეთის ურყევი მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შეხვდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება