ღაზის სექტორის სამხრეთში „ტაქტიკური პაუზები“ ამოქმედდება

ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ყოველდღიური „ტაქტიკური პაუზები“ ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ღაზაში, „სამხედრო მოქმედებების ტაქტიკური პაუზა“ ყოველ დღე, 8:00 საათიდან 19:00 საათამდე იმოქმედებს.

დახმარების მიწოდების მცდელობების ფარგლებში დამატებითი ნაბიჯია, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალები ომის დაწყებიდან ახორციელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთში „ტაქტიკური პაუზები“ გუშინ დაიწყო.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა