შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ეხმაურება სიუჟეტს, რომელშიც ნათქვამი იყო, თითქოს ქართველი მესაზღვრეების მხრიდან უკრაინის მოქალაქის მიმართ განხორციელდა ძალადობა. როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მესაზღვრეებმა რ.ს.-ზე იძალადეს, არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება პოლიციის დისკრედიტაციას.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც ნათქვამი იყო, თითქოს ქართველი მესაზღვრეების მხრიდან უკრაინის მოქალაქის მიმართ განხორციელდა ძალადობა. განვმარტავთ, რომ აღნიშნული მოქალაქე მიმდინარე წლის 11 აპრილს გამოცხადდა დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, იქიდან გამომდინარე, რომ მან ვერ წარმოადგინა სამგზავრო დოკუმენტი ვინაობის დადგენის მიზნით, მოხდა აღნიშნული პიროვნების სპეციალურად გამოყოფილ ადგილას გადაყვანა. ასევე, მოქალაქეობის დადგენის მიზნით, უკრაინის საკონსულოში გაიგზავნა წერილი, საიდანაც საპასუხოდ გამოგზავნილი იქნა ნოტა, რომლის მიხედვით დადასტურდა რ.ს. - ს უკრაინის მოქალაქეობა, რის შემდეგაც საგამონაკლისო წესით, მიმდინარე წლის 31 მაისს შემოშვებული იქნა საქართველოში. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ რ.ს. არის წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი. ხაზგასმით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მესაზღვრეებმა რ.ს.-ზე იძალადეს, არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება პოლიციის დისკრედიტაციას. ასევე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რ.ს. საქართველოში 31 მაისს შემოვიდა, თუმცა მას ამ დრომდე, რაიმე სახის ძალადობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. ასევე, განვმარტავთ, რომ, ტელეკომპანიას, აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტისთვის არ მოუმართავს“,-აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია