ჯორჯია მელონი - „მშვიდობა“ კაპიტულაციას არ ნიშნავს, როგორც ამას პუტინი გვთავაზობს, მშვიდობის დამორჩილებაში აღრევა ყველასთვის სახიფათო პრეცედენტს შექმნის - ძვირფასო ზელენსკი, ჩვენი იმედი გქონდეთ

„მშვიდობა“ კაპიტულაციას არ ნიშნავს, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ შვეიცარიაში მიმდინარე მშვიდობის გლობალური სამიტის მეორე დღეს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ძვირფასო კოლეგებო, „მშვიდობა“ კაპიტულაციას არ ნიშნავს, როგორც ამას პრეზიდენტი პუტინი თავის ბოლო განცხადებებში გვთავაზობს. ეს ასე არ არის. მშვიდობის ცნების დამორჩილებაში აღრევა ყველასთვის სახიფათო პრეცედენტს შექმნის“, - განაცხადა ჯორჯია მელონიმ.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და აღნიშნა, რომ მას შეუძლია მხარდაჭერის იმედი იქამდე ჰქონდეს, სანამ ეს საჭირო იქნება.

„ძვირფასო ვოლოდიმირ, დღეს მინდა გითხრათ, რომ თქვენ შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ, იქამდე, სანამ საჭირო იქნება. ჩვენ ვაპირებთ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა უკრაინის მშვიდობიანი, თავისუფალი მომავალი რეალობად იქცეს“, - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია