ნიკა მელია - ბატონი კალაძე და ივანიშვილი გამოუვალ მდგომარეობაში არიან, ცდილობენ, გააბაიბურონ, დააკნინონ საერთაშორისო პარტნიორის მიერ დაწესებული სანქცია - ცდილობენ იხტიბარი არ გაიტეხონ

ბატონი კალაძე და ივანიშვილი გამოუვალ მდგომარეობაში არიან. ისინი ცდილობენ, გააბაიბურონ, დააკნინონ ნებისმიერი ჩვენი საუკეთესო საერთაშორისო პარტნიორის მიერ დაწესებული სანქცია, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების” ლიდერები ხვდებიან, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო ქართული საზოგადოების ჩათვლით გადაიკიდეს, თუმცა მედიის თანდასწრებით ცდილობენ იხტიბარი არ გაიტეხონ.

„წილი ნაყარია, ქართულმა ოცნებამ“ საგარეო პოლიტიკური კურსი აირჩია, ქართველმა ხალხმა საპირისპირო პოზიცია დააფიქსირა. ეს ყველაფერი სულ რაღაც 5 თვეში უნდა გადაწყდეს. ბატონი კალაძე და ივანიშვილი გამოუვალ მდგომარეობაში არიან. ისინი ცდილობენ, გააბაიბურონ, დააკნინონ ნებისმიერი ჩვენი საუკეთესო საერთაშორისო პარტნიორის მიერ დაწესებული სანქცია. კალაძე საუბრობს, პრობლემა არ არის, რომ აშშ-ში ვერ გაემგზავრება. მთელი რიგი ფინანსური და სხვა ტიპის სანქციები რა თქმა უნდა, დაწესდება, მათ შორის უშუალოდ კალაძის წინააღმდეგ, თუმცა, კალაძისგან ნუ მოველით იმას, რომ მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით გამოვა და თუნდაც ნიანგის ცრემლებს დაღვრის. ის ცდილობს არ აჩვენოს მისი რეალური მდგომარეობა, რომელიც რეალურად არის უმძიმესი. ისინი აცნობიერებენ რამდენად ჩიხში შევიდნენ და გადაიკიდეს მთელი დემოკრატიული სამყარო თავისი ქართული საზოგადოების ჩათვლით, თუმცა მედიის თანდასწრებით ცდილობენ იხტიბარი არ გაიტეხონ და წარმოჩინდნენ, თითქოს არ ღელავენ. სინამდვილეში, ძალიან კარგად ვიცით, რომ ჯერ არავის მოუგია დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა და ვერც კალაძე და ვერც ივანიშვილი იქნება გამონაკლისი“, - განაცხადა მელიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება