ნიკა გვარამია - სალომე ზურაბიშვილი გამოიყურებოდა, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის

სალომე ზურაბიშვილი გამოიყურებოდა, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის,- ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი შეაფასა შვეიცარიაში გამართულ უკრაინის მშვიდობის სამიტზე.

მისივე თქმით, მას არ ახსენდება ბოლოს საქართველოს ხელისუფლება როდის გამოიყურებოდა ასე, როდის იდგა ცენტრში ფოტოს გადაღების დროს, როდის შეხვდნენ ამდენ უმნიშვნელოვანეს და უმაღლესი თანამდებობის პირებს.

სალომე ზურაბიშვილი გამოიყურებოდა, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის, ძალიან მნიშვნელოვან, სახელმწიფო მეთაურების სამიტზე.

მე არ მახსენდება ბოლოს საქართველოს ხელისუფლება როდის გამოიყურებოდა ასე, როდის იდგა ცენტრში ფოტოს გადაღების დროს, როდის შეხვდა ამდენი უმნიშვნელოვანესი და უმაღლესი თანამდებობის პირი ევროკავშირის და არამხოლოდ, საქართველოს პრეზიდენტს და საერთოდ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს. არ მახსოვს არა, ასეთი რამ არ მომხდარა უკრაინის ომის შემდეგ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ხალხისგან განსხვავებით, სრულიად მკაფიო პოზიცია აქვს უკრაინასთან დაკავშირებით, იგი მხარს უჭერს რუსეთს. რა ინტერპრეტაციებითაც არ უნდა ვისაუბროთ, თუ უკრაინას არ უჭერ მხარს, რუსეთის მხარეს ხარ, ასეა ხელისუფლება, ხალხისგან განსხვავებით“,- აღნიშნა გვარამიამ.

გარდა ამისა, მან დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებები შეაფასა სამიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „სჯობს წერეთლის გამზირს მიხედოს, ვიდრე საერთაშორისო სამიტებს“.

„კალაძის თავდასხმა საერთაშორისო სამიტზე, საერთაშორისო თანამეგობრობასა და სალომე ზურაბიშვილზე ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. უღონობის დემონსტრირებაა. საერთოდ, კალაძე წარმოუდგენელ რაღაცებს ამბობს და იქცევა, სადამდე მივა ეს კაცი გაუგებარია. შევახსენებ, რომ თბილისის მერია და სჯობს წერეთლის გამზირს მიხედოს, ვიდრე საერთაშორისო სამიტებს“, - აღნიშნა გვარამიამ.

ამასთან, განმარტა, რომ „უნდა ჩამოყალიბდეს „ქართული ოცნება“ სანქციების არ ეშინიათ, თუ სანქციები არ არსებობს“.

„არსებობს კიდევაც და ეშინიათ. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ამ ხელისუფლების ბედი, საერთაშორისო შეფასება ცხადია, კიდევ უფრო მკაფიო და ხისტი გახდება“,- აღნიშნა გვარამიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში