ნიკა მელია - გასაკვირი არ არის ის, რომ „ქართული ოცნება“ თავს ესხმის სალომე ზურაბიშვილს, ვინაიდან, მან მხარდაჭერა აღუთქვა პრეზიდენტ ზელენსკის

გასაკვირი არ არის ის, რომ „ქართული ოცნება“ თავს ესხმის სალომე ზურაბიშვილს, ვინაიდან, მან მხარდაჭერა აღუთქვა პრეზიდენტ ზელენსკის, -ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, მისასალმებელია სალომე ზურაბიშვილის უკრაინის პრეზიდენტ, ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრა და მისი მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა.

„როგორც იქნა სალომე ზურაბიშვილსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრა შედგა. ეს მნიშვნელოვანია არა უბრალოდ სალომე ზურაბიშვილისთვის, არამედ ქართული სახელმწიფოს ინტერესისთვის. გასაკვირი არ არის ის, რომ „ქართული ოცნება“ თავს ესხმის სალომე ზურაბიშვილს, ვინაიდან, მან მხარდაჭერა აღუთქვა პრეზიდენტ ზელენსკის. პრეზიდენტ ზელენსკის პირდაპირ თავს ესხმის „ქართული ოცნება“ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. არადა, უკრაინაში არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს ბედი წყდება დიდწილად, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროს. ამიტომ არის, რომ გამონაკლისის გარეშე, მთელი ცივილიზებული, დემოკრატიული სამყარო პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით დგას. აქაც რომ ახერხებს „ქართული ოცნება“, საკუთარი თავი დასავლურ, განვითარებულ სამყაროს მოწყვიტოს, ამაზე მეტი დასტური რა უნდა იყოს, რომ ეს გუნდი საერთაშორისო იზოლაციაში არის. ხუთ თვეში „ქართული ოცნება“ აღარ უნდა იყოს მართვის სადავეებთან და ქართველი ხალხის ნება უნდა ასახოს მათ მიერ არჩეულმა დემოკრატიულმა ძალებმა“,- განაცხადა მელიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება