„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წევრები - ირაკლი მამალაძე და დარეჯან ბრეგვაძე სათხის მონასტერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წევრები - ირაკლი მამალაძე და დარეჯან ბრეგვაძე სათხის მონასტერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ისინი ეხმაურებიან „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინფორმაციას, რომ სათხის მონასტერი „უმძიმეს მდგომარეობაშია“ და განმარტავს, რომ უახლოეს მომავალში გეგმავს სპეციალური სარევიზიო კომისიის შექმნას და სათხის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების განუხორციელებელი მესამე ეტაპის სამართლებრივ შეფასებას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინიციატივით სათხის მონასტერზე დაიწყო და განხორციელდა საპროექტო, სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები.

“ვინაიდან „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინიციატივით, სათხის მონასტერზე დაიწყო და განხორციელდა საპროექტო, სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები, თავს ვალდებულად ვთვლით, გამოვეხმაუროთ 2024 წ. 14 ივნისს „ინტერპრესნიუსზე“ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც საუბარია სათხის მონასტრის მთავარი ტაძრის სავალალო მდგომარეობასა და შეჩერებულ სარესტავრაციო სამუშაოებზე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2022 წელს ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოები თითქოს და გაურკვეველი მიზეზებით შეჩერებული იქნა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, კერძოდ, სამუშაოების შეჩერების გამომწვევი მიზეზი პროცესში ჩართული ყველა მხარისთვის ცნობილია. შესაბამისად, აღნიშნულ განცხადებას მივიჩნევთ სპეკულაციად და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობად, რადგან აღნიშნული განცხადების გამავრცელებელი ორგანიზაციისა და მისი ხელმძღვანელისთვის ზედმიწევნით ცნობილია სათხის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერების მიზეზი.

აქვე გვსურს, დამატებით ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ უახლოეს მომავალში გეგმავს სპეციალური სარევიზიო კომისიის შექმნას და სათხის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების განუხორციელებელი მესამე ეტაპის სამართლებრივ შეფასებას.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივით და ჩართულობით სავალალო მდგომარეობაში მყოფ სათხის მონასტერზე ჩატარდა უმნიშვნელოვანესი სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელშიც ჩართული იყო აღიარებული იტალიელი სპეციალისტი სტეფანო ვოლტა, რომელმაც ადგილზე დაგეგმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღდგენითი სამუშაოები. 2019 წ. გამაგრდა მონასტრის საძირკველი, 2020 წ. კი განხორციელდა კედლების გადაწყობა და კონქის გამაგრება-შენარჩუნება.

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ მიზანია სათხის მთავარი მონასტრის სრული აღდგენა და მისთვის ძველი დიდების დაბრუნება”, - წერია მათ განცხადებაში.

შეგახსენებთ, „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაწმენდა - დასუფთავების საზაფხულო კამპანიის ფარგლებში სათხის მონასტრის დასუფთავება დასრულდა. მოძრაობის ინფორმაციით, ხანგრძლივი წვიმების გამო გართულებული სამუშაოები სამ ეტაპად მიმდინარეობდა. მცენარეული საფარისგან სრულად გაიწმინდა ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ეზო და თავად ტაძარი. როგორც, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე აცხადებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე X-XI საუკუნის უნიკალური - ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სათხის მონასტერი "დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია".

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა