ირაკლი ქარქაშაძე - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, უკვე მეორედ უერთდება GEMO FEST-ს და პროექტის ერთ-ერთი მასპინძელია

უკვე მეორედ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი GEMO FEST-ის პარტნიორია და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, იმერული კერძების დასაგემოვნებლად ვიზიტორებს მასპინძლობს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ყველაზე გემრიელი ფესტივალის კონცეფციით დაიბრენდა და ქვეყანაში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორები თუ ადგილობრივები GEMO FEST-ის შესახებ ინფორმაციას აეროპორტშივე ეცნობიან.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, გასტრონომიული ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი იმერეთში, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდაა.

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, უკვე მეორედ უერთდება GEMO FEST-ს და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, არის პროექტის ერთ-ერთი მასპინძელი. GEMO FEST-ი იმდენად წარმატებული გახდა, რომ უკვე ყოველ წელს ტარდება. ჩვენ მზად ვართ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ვუმასპინძლოთ და შევუერთდეთ ამ პროექტს ყოველწლიურად. მინდა ვუსურვო ქუთაისელებს და არამარტო მათ, დააგემოვნონ იმერული კერძები, ისიამოვნონ აქაური გარემოთი, რომელიც არის იმერული სტუმარ-მასპინძლობის ნამდვილი ზეიმი“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, პროექტის მიზანია რეგიონებში გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა, ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების წახალისება, შიდა და საერთაშორისო ტურიზმის წახალისება.

მათი განმარტებით, გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები, რომელსაც ფესტივალის სტუმრები უკვე მეორე დღეა აგემოვნებენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის